ჯოან როულინგი არის შთამაგონებელი მაგალითი იმისა, რომ შესაძლოა, დაეცეთ, მაგრამ შემდეგ ისე წამოდგეთ, რომ წარმოუდგენელ სიმაღლეს მიაღწიოთ. ცნობილმა მწერალმა თავისი პირველი წიგნი ცხოვრების ყველაზე რთულ დღეებში დაწერა: მძიმე განქორწინება, სამუშაოს ნაკლებობა, ცხოვრება სოციალური შეღავათებით და მცირეწლოვანი ქალიშვილი ხელში. სანამ როულინგის წიგნს გამოსცემდნენ, იქამდე 12-ჯერ მიიღო უარი. ამ მოვლენებიდან სულ რაღაც ხუთი წლის შემდეგ კი ჯოანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თანამედროვე მწერალი, მულტიმილიონერი და უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა. Forbes-ის მიხედვით, როულინგი პირველი მწერალია მსოფლიოში, რომელმაც წიგნების გაყიდვით მილიარდი დოლარი გამოიმუშავა.
როულინგი ბავშვობიდან ოცნებობდა მწერლობაზე. პირველი მოთხრობა 6 წლის ასაკში დაწერა გოგონაზე, რომელიც კურდღელს მარწყვით უმასპინძლდებოდა. 11 წლის ასაკში კი პირველი რომანი შექმნა. რომანი შვიდ დაწყევლილ ბრილიანტსა და მათ მფლობელებზე ჰყვებოდა.
წაიკითხეთ სრულად