ყველა, ვისაც სახლში ბავშვი ჰყავს, ამბობს, რომ მოწყენის საშუალება თითქმის არასდროს აქვს. ისინი ავსებენ ჩვენს ცხოვრებას მრავალი განსხვავებული ემოციით და მათ ნამდვილად აქვთ სუპერძალა, რომ არასდროს დაიღალონ. დღეს გაგაცნობთ დედას, რომლის სახლშიც ხმაური და ჟრიამული 14 შვილის წყალობით მართლაც არასდროს წყდება.

ნატალი დენის სულემანი მედიაში ცნობილია, როგორც ოქტომომი. ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ მან 8 ტყუპის გაჩენა შეძლო 2009 წელს. ტყუპებიც და კიდევ 6 შვილიც მან ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) გზით გააჩინა.
სულემანმა დაიწყო IVF მკურნალობა 21 წლის ასაკში, 1997 წელს. მას მთელი პროცესის განმავლობაში ხელმძღვანელობდა დოქტორი მაიკლ კამრავა.
2001 წელს მან გააჩინა თავისი პირველი ვაჟი ელია, ხოლო 2002 წელს შეეძინა პირველი ქალიშვილი ამიერა. ქალმა არ შეაჩერა IVF მკურნალობა და მალე მას კიდევ 3 ორსულობა დაუდგა, რის შედეგადაც შეეძინა კიდევ 2 ვაჟი, ჯოშუა და ეიდანი, და ტყუპები - კალისა და კელები.
პროცედურების შემდეგ სულემანს 6 შვილი ჰყავდა: 4 ვაჟი და 2 ქალიშვილი. მაგრამ დედა აქ არ გაჩერებულა და 2009 წელს მან გადაწყვიტა კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა.
2009 წელს ნადია სულემანმა განაცხადა, რომ მას წინა IVF მკურნალობიდან 6 ემბრიონი ჰქონდა დარჩენილი. მას სურდა, რომ ყველა დარჩენილი ემბრიონი ერთდროულად გადაეტანა საშვილოსნოში. ეს იყო ძალიან მამაცი და რთული გადაწყვეტილება, რადგან მის ასაკში ქალებს, ჩვეულებრივ, მაქსიმუმ 3 ემბრიონი გადააქვთ.
როდესაც მან საბოლოოდ გააჩინა რვა შვილი, იგი გახდა საერთაშორისო მედიის სენსაცია. თუმცა საზოგადოებრივი აზრი ძირითადად ნეგატიური იყო და სულემანმა მუქარების მიღებაც კი დაიწყო. დედას სურდა დამოუკიდებლად გაეზარდა შვილები და გეგმავდა უნივერსიტეტში დაბრუნებას, რათა დაესრულებინა სამაგისტრო კურსი.

ერთ-ერთ ინტერვიუში სულემანი ამბობდა: „მე ცოტა მძინავს, მაგრამ ამას მიჩვეული ვარ, როცა ერთი იღვიძებს - ყველა იღვიძებს, ხანდახან საერთოდ ვერ ვიძინებ, საუკეთესო შემთხვევაში კი 2 საათს მძინავს. ზოგჯერ რამდენიმე დღის გათენება ზედიზედ მიწევს. რთულია, მაგრამ ვცდილობ, ვიყო საუკეთესო დედა.“
დღეს სულემანი 14 შვილის ბედნიერი დედაა. მან კონტრაქტი დადო დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ რეალითი შოუსთან. გარდა ამისა, აქტიურია სოციალურ ქსელშიც და ოჯახური ცხოვრების სახალისო კადრებს ხშირად აზიარებს.
2022 წლის ივლისში, როცა სულემანი 47 წლის გახდა, მან გამოაქვეყნა ფოტოები, სადაც ჩანდა, თუ როგორი მზრუნველი შვილები ჰყავს. მან მთელი დღე შვილებთან ერთად გაატარა და მათგან საჩუქრად ხელნაკეთი ტორტი და სხვა ტკბილეული მიიღო. „ეს არის ყველაფერი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, ოჯახი და სიყვარული, რომელიც ჩვენ ერთმანეთის მიმართ გვაქვს”, - ამბობს ის.
