ერთი თვე დარჩა ახალი წლის დადგომამდე და ამ დროის განმავლობაში ყველაფრის მოსწრება გვინდა, განსაკუთრებით კი - ფორმაში მოსვლა და ზედმეტი კილოგრამების მოშორება. ამ ხნის განმავლობაში 3-4 კილოგრამის მოშორება საკმაოდ რეალურია. თანაც ისე, რომ არ გავითანგოთ სპორტდარბაზებში და არ მოვიკლათ თავი შიმშილისგან. გაინტერესებს, როგორ? წაიკითხე ინსტრუქცია!

სუნთქვითი ვარჯიშები დაგეხმარება ჟანგბადის კონცენტრაციაში, რაც ბუნებრივი ცხიმისმწველი საშუალებაა. სცადე ღრმა სუნთქვა მუცლით (ჩასუნთქვისას გამობერე მუცელი, შემდეგ ნელა ამოისუნთქე – გაიმეორე 8-ჯერ); ზედაპირული აქტიური სუნთქვა (მოკლე ჩასუნთქვა და მოკლე ამოსუნთქვა მუცლის კუნთების დაძაბვით – გაიმეორე 4-ჯერ); შერეული სუნთქვა (ღრმა ჩასუნთქვა ცხვირით, რიტმული ამოსუნთქვა პირით 4 თვლაზე – გაიმეორე 4-ჯერ). სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარება უმჯობესია უზმოზე დილით და საღამოს.
გსურს სეირნობის დროს 2-ჯერ მეტი კალორია დაწვა? შეცვალე სიჩქარე. დაიწყე ნელი ტემპით, 5 წუთში გადადი საშუალო სიჩქარეზე, ხოლო კიდევ 5 წუთის შემდეგ - სწრაფზე.
წაიკითხეთ სრულად