ვინ არიან ცნობილი თურქი მსახიობები, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ - Marao

ვინ არიან ცნობილი თურქი მსახიობები, რომლებიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლნენ

2022-11-22 13:17:44+04:00


ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსი, რომელიც თურქეთში, ჩორუმიდან სამსუნში მიდიოდა, სატვირთო მანქანას შეეჯახა. შემთხვევა სოფელ ჩაიბაშის მიმდებარედ მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა.

მედიის ცნობით, ავტობუსი, სადაც მსახიობები იმყოფებოდნენ, ჩორუმიდან ბრუნდებოდა, სადაც დასმა სპექტაკლი „მთავარი უბედურება“ გამართა.

შემთხვევას 3 ცნობილი თურქი მსახიობი: ტოლგა გიულერიუზი, ბურაკ ტოპჩუ და ოზგურ კარატაში, ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი გარდაცვლილი პოპულარული სერიალის, „ელჩის ქალიშვილის“ მსახიობის ყოფილი მეუღლეა.

მედიაში გავრცელდა ავარიის შედეგად დაღუპული ტოლგა გიულერიუზის ბოლო ფოტო. როგორც გაირკვა, ის სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ბეგუმ ონერს ესაუბრა.