„ვეღარ ვითმენთ, როდის შეგხვდებით, პატარავ...“ - ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მეორე შვილს ელოდებიან - Marao

„ვეღარ ვითმენთ, როდის შეგხვდებით, პატარავ...“ - ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მეორე შვილს ელოდებიან

2022-11-24 10:09:28+04:00


ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ წყვილმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე დაწერა და ვიდეო გამოაქვეყნა. „ვეღარ ვითმენთ, როდის შეგხვდებით, პატარავ“ - წერს ბერა ივანიშვილი.

ბერასა და ნანუკას პირველი შვილი სამი წლის წინ შეეძინათ. ოჯახი პანდემიის დაწყებიდან მალევე სამხრეთ კორეაში გადავიდა საცხოვრებლად, ახლა კი ისინი ბრაზილიაში იმყოფებიან.