ბერა ივანიშვილი და ნანუკა გუდავაძე მეორე შვილს ელოდებიან. ამის შესახებ წყვილმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე დაწერა და ვიდეო გამოაქვეყნა. „ვეღარ ვითმენთ, როდის შეგხვდებით, პატარავ“ - წერს ბერა ივანიშვილი.
ბერასა და ნანუკას პირველი შვილი სამი წლის წინ შეეძინათ. ოჯახი პანდემიის დაწყებიდან მალევე სამხრეთ კორეაში გადავიდა საცხოვრებლად, ახლა კი ისინი ბრაზილიაში იმყოფებიან. 