ჰანდე ერჩელი 29 წლის გახდა. მსახიობმა იუბილე მეგობრების წრეში, ორიგინალური ტორტებითა და სადღესასწაულო დეკორაციებით აღნიშნა.
ახალგაზრდა, ენერგიული და გამორჩეული გარეგნობის მქონე ჰანდე ერჩელი ახლა თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მსახიობია. სერიალში „ჩემს კარზე დააკაკუნე" გადაღების შემდეგ მისი ჰონორარი ძალიან გაიზარდა, თუმცა რეგულარულად ჩნდება ჭორები, რომ მსახიობი კარიერის განსავითარებლად შეერთებულ შტატებში გადადის. გარდა ამისა, მედია აქტიურად განიხილავს ჰანდეს პირად ცხოვრებასაც, რადგან ის სერიალში თავის პარტნიორს, ქერემ ბურსინს ხვდებოდა, თუმცა ისინი დაშორდნენ და ახლა ორივე თავისუფალია.