წარმატებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე საზოგადოებაში დიდი პოპულარულობით სარგებლობს. მას სოციალურ ქსელებში 290 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებსაც საკუთარი ცხოვრების დეტალებს ყოველდღიურად უზიარებს და მისდამი ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც საცხოვრებლად დუბაიში გადავიდა. მიუხედავად ამისა, ნუცა ხშირად ჩამოდის საქართველოში და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობასაც ახერხებს. ამჯერად მან კადრები სტამბოლიდან გამოაქვეყნა: "მზად ვარ საღამოს გართობისთვის" - წერს ის ვიდეოზე.