"დადგა ქეით მიდლტონის ბრწყინვალების დრო" - ასე ეხმაურებიან ქეით მიდლტონის გამოჩენას უცხოური მედიები. უელსის ახალმა პრინცესამ ყურადღება განსაკუთრებული გვირგვინით მიიპყრო, რომელიც მან სამხრეთ აფრიკის სახელმწიფო ბანკეტზე მოირგო.

მიდლტონს Jenny Packham-ის მომხიბვლელი კაბა ეცვა, რომლის ღირებულებაც 5 075 დოლარია. ტიარამ კი, რომელიც ბრილიანტებითა და მარგალიტებითაა გაფორმებული, საზოგადოებას პრინცესა დაიანა გაახსენა. ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო სამი წლის განმავლობაში, როდესაც ქეითმა გვირგვინი გაიკეთა.

ქეითის გვირგვინი ძალიან ჰგავდა იმ გვირგვინს, რომლითაც „ხალხის გულების პრინცესა“, ლედი დი, 1989 წელს ჰონგ კონგში ოფიციალური ვიზიტის დროს გამოჩნდა. გარდა ამისა, ქეითს ეკეთა პრინცესა დაიანას მარგალიტის საყურე, რომელიც მან სამეფო ოჯახისგან საქორწილო საჩუქრად მიიღო. უელსის პრინცესას, Jenny Packham-ის სადღესასწაულო კაბა ეცვა.