მონიკა ანა მარია ბელუჩი იტალიელი მსახიობი და მოდელია. ის უკვე არაერთი ათეული წელია, მყარად იკავებს ადგილს მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ქალებს შორის. მონიკა ანა მარია ბელუჩი დაიბადა 1964 წლის 30 სექტემბერს იტალიურ სოფელ ციტა დი კასტელოში, ის იტალიის მოქალაქეა. მონიკა ბელუჩი ბრუნელა ბრიგანტისა და პასკუალე ბელუჩის ერთადერთი შვილია.
მონიკა ბელუჩიმ მოდელობა მოზარდობაში დაიწყო. მოდელად მუშაობის შემდეგ, იგი გამოჩნდა ბრამ სტოკერის Dracula-სა და The Apartment-ში. ბელუჩის კინოკარიერა 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. იგი 1990 წელს დაქორწინდა ფოტოგრაფ კლაუდიო ბასოზე, მაგრამ წყვილი 1994 წელს დაშორდა. 1999-2013 წლებში კი ვენსან კასელზე იყო დაქორწინებული.
1996 წელს იგი ნომინირებული იყო César Award-ზე მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში The Apartment, სადაც ლიზას როლი შეასრულა. იტალიური გამოცემები მას ხშირად მოიხსენებენ, როგორც სექს სიმბოლოს.
მონიკა ბელუჩის ვენსან კასელთან ქორწინების დროს ორი შვილი, დევა და ლეონი შეეძინა.
მონიკა ბელუჩი აქტიურად განაგრძობს კარიერას, სულ ცოტა ხნის წინ ის Style Magazine-ის ნოემბრის გარეკანზე გადაიღეს. მოდელი, როგორც ყოველთვის, 58 წლის ასაკშიც შესანიშნავად გამოიყურება.
გთავაზობთ მონიკა ბელუჩის ნაკლებად ცნობილ ფოტოებს, რომლებიც დაგიმტკიცებთ, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია.







