ჩარლზ III-ის მეფობის პირველი სადღესასწაულო სეზონისთვის, შობის ღამემდე ერთი თვით ადრე, უინძორის სასახლის სამეფო აპარტამენტები ულამაზესად მორთეს. ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მნახველებს სასახლის დეკორაციების დათვალიერების უფლებას აძლევს.

საზოგადოებას სასახლის დათვალიერება 2023 წლის 2 იანვრის ჩათვლით შეეძლება.
ამავდროულად, ჰოლირუდჰაუსის სასახლე - ბრიტანეთის მონარქის სამეფო რეზიდენცია შოტლანდიაში - იწვევს საზოგადოებას შეუერთდეს საშობაო მხიარულებას მას შემდეგ, რაც დეკორაციები 1-ელ დეკემბერს გაიხსნება.

დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ შობის დღესასწაული სამეფო ოჯახისთვის განსხვავებული იქნება, მაგრამ, როგორც ფოტოებიდან ჩანს, საშობაო განწყობა მაინც ძლიერია.

მოამზადა ანი შავიშვილმა