ვიზუალური პიროვნების ტესტი ტვინის ფუნქციონირების შესასწავლად საკმაოდ ეფექტური საშუალებაა.
თუ რას აღიქვამს ადამიანი სურათის პირველი დანახვისას, გარკვეულწილად პირდაპირ კავშირშია ქვეცნობიერთან.
გააკეთეთ ტესტი და გაიგეთ, რას ამბობს ის თქვენს პიროვნებაზე.

პირველი რა დაინახე?
ორი კატა

კატა ხშირად ასოცირდება სიბრძნესა და სულიერებასთან. ძველ ეგვიპტეში კატებს თაყვანს სცემდნენ, როგორც არაამქვეყნიურ, ღვთაებრივ არსებებს.
თუ პირველად ორი კატა დაინახეთ, ეს შეიძლება გულისხმობდეს თქვენს ვნებას რომანტიკისადმი, მეგობრებთან გულწრფელ ურთიერთობას ან ოჯახის წევრებთან მჭიდრო კავშირს. კატები, როგორც წესი, ყველაზე აქტიურები ღამით არიან და ცხოვრების თანამგზავრიც, რომელსაც ეძებთ, სავარაუდოდ, სამუშაოს შემდეგ, მოგვიანებით შეგიძლიათ იპოვოთ.
ისინი, ვინც პირველად კატებს ხედავენ, თავშეკავებულობით გამოირჩევიან მაშინ, როცა საქმე პარტნიორის ან მეგობრის არჩევას ეხება. სოციალურად აქტიურები არიან, უყვართ ხალხთან ურთიერთობა, კატების მსგავსად ხეტიალი იზიდავთ, თუმცა ერთფეროვან გარემოში ყოფნა მალე ჰბეზრდებათ.
ძაღლი

ძაღლი ბუნებით ყველაზე კეთილი, ერთგული და მამაცი ცხოველია. ისინი, ვინც ფოტოზე პირველად ძაღლს ხედავენ, ყველაზე ერთგული ადამიანები არიან, ვისაც კი ოდესმე შეგიძლიათ შეხვდეთ. თქვენი პიროვნება ადამიანებს თქვენთან ურთიერთობას უადვილებს და ძალიან განიცდიან, როცა მათ გვერდით არ ხართ, მაშინაც კი, თუ ამას არ ამბობენ.