ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს და ბავშვებსა თუ მოზრდილებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ სოციალურ ქსელში ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს. ქეთი საზოგადოებისთვის ცნობილი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვეობით გახდა და პროექტის მესამე სეზონში გამარჯვებაც მოიპოვა.
ქეთი ხატიაშვილი და მისი რჩეული, დავით კაჭარავა ერთად ხშირად ჩნდებიან და მოგზაურობის კადრებს გამომწერებს უზიარებენ, ამჯერად კი ახალი რომანტიკული ფოტოები დუბაიდან გამოაქვეყნეს და გულშემატკივრების აღფრთოვანებაც გამოიწვიეს: "სიყვარულის თვალები", "რა საოცარი წყვილი ხართ", "ბედნიერებას ასხივებთ" - წერენ კომენტარებში.


