ფსიქოლოგების აზრით, ადამიანის ხასიათზე მისი დაბადების თვე საკმაოდ დიდ გავლენას ახდებს. ეს ფაქტი განსაკუთრებით მკვეთრად ისახება ქალებს ხასიათზე, რადგან სეზონების ცვლილება ხასიათის ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

იანვარი
სერიოზულები და კონსერვატიულები არიან. გადაჭარბებულად კრიტიკოსები, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენთვის კარგი უნდათ. ახლოს მხოლოდ ისეთ ადამიანებს უშვებენ, ვინც მათ ინტელექტუალურ დონეს შეეფერება საფეხურით.
თებერვალი
ამ თვეში დაბადებული ქალები საკმაოდ რომანტიკულები არიან. საოცარი ფანტაზიის უნარი აქვთ, მათთან ვერასდროს მოიწყენთ. მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, ომ მათ თუ ერთხელ მაინც მოატყუებთ, სამუდამოდ დაკარგავთ.
მარტი
მარტში დაბადებული ქალები ძლიერი ქარიზმითა და ხიბლით გამოირჩევიან. მამაკაცებს ისინი მათი ოპტიმიზმის გამო უყვართ. კეთილი და ერთგული ბუნების გამო, ერთმა არასწორმა სიტყვამაც კი შეიძლება გული სამუდამოდ ატკინოთ.
აპრილი
აპრილში დაბადებულ ქალებთან საერთო ენის გამონახვა ძალიან მარტივია. ისინი დიპლომატები და კომუნიკაბელურები არიან. სავსე არიან ენთუზიაზმითა და განვითარების სურვილით. ისინი იდუმალებით მოცული ქალის შთაბეჭდილებას ქმნიან, ადვილად სწავლობენ და კარგი განათლება აქვთ.
მაისი
სიყვარულში ყველაზე გულუხვია და თავგანწირვისთვის ყოველთვის მზად არიან. აფასებს მოხერხებულობას და სიამოვნებას, ნებისმიერი გაგებით. თავისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მზადაა ამას ძალების დაზოგვის გარეშე მიაღწიოს. ცდილობს დარწმუნდეს, რომ ვერაფერი უშლის ხელს საკუთარი თავისთვის დასახული გეგმების განხორციელებას. ემოციური და მატერიალური საიმედოობა დიდ როლს თამაშობს ამ ადამიანის ცხოვრებაში და მას სჭირდება ფული ცხოვრებისგან სიამოვნების მისაღებად. ამასთან, ოდნავ ემოციური და სენტიმენტალური.
ივნისი
ამ თვეში დაბადებული ქალები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან. კარგი შემოქმედებითი ნიჭთა და კომუნიკაბელურობით გამოირჩევიან, თუმცა მამაკაცისთვის საკმაოდ სახიფათო ქალია, რადგან თუ მის ხელში აღმოჩნდებით, შემდეგ თავს დაღწევა ძალიან ძნელია.
ივლისი
ივლისში დაბადებული ქალი იდუმალი, ლამაზი, გულწრფელი და ჭკვიანია, თავშეკავებულობით გამოირჩევიან. არიან თავმდაბლებიც და რომანტიკოსებიც. მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი სალი და ოჯახია.
აგვისტო
ეს ქალები წარმოუდგენელი ქარიზმით გამოირჩევიან და მამაკაცების მხრიდან აშკარა ინტერესის მიუხედავად, ოჯახურ ურთიერთობებს ანიჭებენ უპირატესობას. მათთვის დამახასიათებელია ისეთი თვისებები, როგორიცაა პატიოსნება და წესრიგი. უყვართ, როცა გარშემომყოფების ყურადღება მხოლოდ მათკენაა მიმართული.
სექტემბერი
სექტემბრის ქალბატონები ემოციური და ტემპერამენტიანი არიან. ისინი გონივრულობით და ანგარიშიანობით გამოირჩევიან, მაგრამ თუ ერთხელ მაინც უღალატებენ, არასოდეს დაავიწყდებათ.
ოქტომბერი
ოქტომბერში დაბადებულ ქალებს ძლიერი და მტკიცე ხასიათი აქვთ. ნებისმიერ გადაწყვეტილებას დიდი სიფრთხილით იღებენ. მათ კარგი მეხსიერება აქვთ. ეს ქალები პრინციპულობით გამოირჩევიან. ისინი ღალატს ვერ პატიობენ, თუმცა ოჯახის შენარჩუნებას მთელი ძალით ცდილობენ, რომელშიც წამყვანი პოზიცია უჭირავთ. ისინი მშვენიერი დიასახლისები არიან.
ნოემბერი
მათი თანაგრძნობის უნარი სხვის თვალში საკმაოდ მიმზიდველად აქცევთ. ასევე ვნებიან და ცეცხლოვან ტემპერამენტს ფლობენ. მათი სიყვარული სიძლიერით და სიღრმით გამოირჩევა.
დეკემბერი
დეკემბერში ემოციური ქალები იბადებიან ფეთქებადი ხასიათით. დაჟინება და უშიშრობა, დამოუკიდებლობა და პირდაპირობა- ასე შეგიძლიათ დაახასიათოთ ეს მშვენიერი სქესის წარმომადგენლები. ისინი ყოველთვის აღწევენ წარმატებას და ყველა დაბრკოლებას გადალახავენ. ეს ქალბატონები ძალიან კომუნიკაბელური, რომანტიზმით სავსე, იდეალისტური არიან და კარგ მეგობრებად ითვლებიან.