აბსოლუტურად ყველა სიტყვა განსაკუთრებული ძალითაა დაჯილდოებული. გარკვეული ფრაზების ყოველდღიურად წარმოთქმამ შეიძლება თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს: მიაღწიოთ წარმატებას, იპოვოთ სიყვარული და გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა.
„დადასტურებები“ ყოველი დღისთვის
საკუთარი დადასტურებების გამოყენების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესი თქვენი ნათქვამის რწმენაა და არა სიტყვების ჩვეულებრივი გამოთქმა. გჯეროდეთ, რომ არ არსებობს გამოუვალი სიტუაციები, რომ შავი ზოლი ყოველთვის იცვლება თეთრით და რომ თქვენ საკუთარი თავის რთული სიტუაციიდან დახსნა შეგიძლიათ, ამაში კი შემდეგი ფრაზების წარმოთქმა დაგეხმარებათ:
1. ჩემი ცხოვრება სავსეა ბედნიერებით და ყოველი დღე სიხარულს მანიჭებს.
2. მე მიყვარს ჩემი თავი და მთელი სამყარო, რომელიც ჩემ გარშემოა. სიყვარული ცხოვრობს ჩემში და მახარებს ყოველდღე.
3. ვაპატიებ ჩემს თავს და ვუშვებ ყველა ნეგატიურ სიტუაციას.
4. მე შემიძლია სირთულეებთან გამკლავების მარტივი გზები ვიპოვო.
5. მე მსიამოვნებს ცხოვრება.
6. ყოველდღე უფრო და უფრო ბედნიერი ვხდები.
7. ჩემი ჯანმრთელობა ჩემი ყოველდღიური არჩევანია.
8. ეჭვი არ მეპარება, რომ დიდი მომავალი მელის.
9. მე ვაღიარებ ჩემს თავისუფლებას. მე შემიძლია ვიყო, ვინც მინდა.
10. ჩემი ენერგია ყველაფერთან გამკლავების საშუალებას მაძლევს.
ფრაზები მიზნებისა და წარმატების მისაღწევად
1. დღეს აბსოლუტური შინაგანი სიხარულისა და სიმშვიდის დღეა.
2. ჩემი ცხოვრება ლამაზი და საინტერესოა. ყოველი დღე სავსეა აღმოჩენებითა და ახალი დადებითი ემოციებით.
3. ჩემი რეალობა არის ბედნიერება, სიყვარული, მხიარული და პოზიტიური მოვლენები.
4. ჩემს ცხოვრებაში ყოველი გამოცდილება ზრდაში მეხმარება.
5. ჩემი ცხოვრება სავსე და სრულყოფილია. ყოველ დღეს ახალი აღმოჩენები მოაქვს.
6. ყოველი მიზანი მაახლოებს წარმატებასთან.
7. დღეს რაღაც კარგი აუცილებლად დამემართება.
8. ბედნიერი ადამიანი ვარ.
9. მაქვს შინაგანი ძალა და სურვილი, ვიყო ბედნიერი და ჰარმონიულად ვიცხოვრო.
10. დარწმუნებული ვარ ჩემს შესაძლებლობებსა და უნარებში.
იღბლისა და ბედნიერების მომტანი ფრაზები
1. ბედნიერება წვრილმანებშია.
2. ჩემი ოცნებები აუცილებლად ახდება.
3. მზად ვარ ახალი შესაძლებლობებისთვის.
4. ყოველდღე უფრო მცოდნე და ბრძენი ვხდები.
5. ჩემი წარმატების პოტენციალი უსაზღვროა.
6. შემიძლია მივაღწიო ყველაფერს, რაც მინდა.
7. მე ვიმსახურებ სიყვარულს.
8. მე ვიზიდავ ფულის გამომუშავების მომგებიან შესაძლებლობებს.
9. ჩემი ინტუიცია და სიბრძნე მიმყავს სწორი მიმართულებით.
10. ზუსტად იქ ვარ, სადაც მინდა ვიყო. ჩემი კარიერა ზრდის სწორ შესაძლებლობებს მაძლევს.