ილონ მასკი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია. Tesla-ს დამფუძნებელი სამჯერ იყო დაქორწინებული (თუ არ ჩავთვლით დაურეგისტრირებელ ურთიერთობებს). ამ სტატიაში კი კოსმოსური გენიოსის პირველ ცოლსა და მის „ერთადერთ ნამდვილ სიყვარულზე“ ვისაუბრებთ.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პირველი სიყვარული მწერალი ჯასტინ უილსონი იყო. როგორც ამბობენ, წყვილი ერთმანეთს კანადის სამეფო უნივერსიტეტში სწავლისას შეხვდა. ახალგაზრდა ილონს გოგონა ერთი ნახვით შეუყვარდა და მთელი ძალით ცდილობდა მისი ყურადღების მიპყრობას.
ჯასტინი საკმაოდ ჭკვიანი იყო და თითქმის მთელ თავისუფალ დროს ბიბლიოთეკაში ატარებდა, მასზე თავდავიწყებით შეყვარებულ ილონს კი საერთოდ ვერ ამჩნევდა, სანამ ერთ დღესაც, ბიბლიოთეკაში განმარტოებით მჯდარს, უცნობი ბიჭი არ მიუახლოვდა და ნაყინზე არ დაპატიჟა - ასე დაიწო მათი ურთიერთობა.

2000 წელს მასკმა უილსონს ხელი სთხოვა და ისიც დათანხმდა. ქორწინების პირველი წლები ძალიან ბედნიერი იყო. პირად ცხოვრებასთან ერთად მათი კარიერაც იზრდებოდა. ილონის იდეები დიდ ყურადღებას იპყრობდა, ხოლო ჯასტინი მწერლის კარიერას აგრძელებდა. სულ მალე კი წყვილის საერთო ქონება 100 მილიონ დოლარს შეადგენდა.
მათ იდეალურ ცხოვრებას მხოლოდ ერთი რამ აკლდა - 2002 წელს წყვილს პირველი შვილი ალექსანდრე ნევადა შეეძინა, მაგრამ ბავშვი 10 კვირის ასაკში გარდაიცვალა. ამ ტრაგედიამ ილონი და თავისი ცოლი ერთმანეთს უფრო ჩამოაშორა. მაგრამ მათი საერთო სურვილი, შვილის ყოლა, მაინც უცვლელი დარჩა.
მოგვიანებით, წყვილმა ხელოვნური განაყოფიერების ცენტრს მიმართა და 2004 წელს ტყუპის, გრიფინისა და ქსავიეს მშობლები გახდნენ. ორი წლის შემდეგ კი დამიანე, საქსონი და კაი შეეძინათ.

ქორწინების გადასარჩენად 5 ვაჟი საკმარისი არ აღმოჩნდა. კარიერულმა ამბიციებმა მათი საბოლოო დაშორება გამოიწვია. უილსონის თქმით, მასკი ზედმეტად იყო გატაცებული თავისი Tesla Motors, Solar City და SpaceX პროექტებით, ოჯახს კი მის ცხოვრებაში მეორე ადგილი ეჭირა. მეტიც, ილონი მეუღლეს მუშაობას უკრძალავდა და მოითხოვდა, რომ მხოლოდ დიასახლი და კარგი დედა ყოფილიყო.
„საკუთარ თავს ვეღარ ვცნობდი. საზოგადოებაში მუდამ მოღიმარი ნიღბის მორგება მიწევდა. ილონს ჩემს გარეგნობასთან დაკავშირებით უამრავი პრეტენზია ჰქონდა, მე კი არ მინდოდა გარეგნობის შეცვლა ან საკეისრო კვეთის შემდეგ დატოვებული ნაწიბურების მოშორება, უარი ვუთხარი ჩემი ქერა თმის კიდევ უფრო გაღიავებაზე.“
უილსონი ყველანაირად ცდილობდა ქორწინების გადარჩენას: 2008 წელს თერაპევტთანაც კი დაიწო ვიზიტი. დროებით ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ერთ დღესაც ილონმა ახალი ულტიმატუმი წამოუყენა: „ან ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი, ან გაგშორდები“ - უილსონმა, რა თქმა უნდა, კარიერის მიტოვებასა და დიასახლისობაზე უარი განაცხადა, ილონმა კი მეორე დღესვე განქორწინება მოითხოვა.
„მე მისი პირველი ცოლი ვიყავი. ამ ქორწინებაში არაფერს ვნანობ. 5 შვილი მყავს და წარმატებული კარიერა მაქვს.“ - აღნიშნავს ჯასტინი ერთ-ერთ ინტერვიუში.