არავითარი სამოსი, მხოლოდ გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკებით შემოსილი სხეულები იდეალური ფორმა აღმოჩნდა ანუკა ქებურიას ფეხსაცმლის კოლექციის წარმოსაჩენად...
შემოდგომა-ზამთრისთვის განკუთვნილი ტყავის ნამუშევრები -ოცი ფეხსაცმელი შესაბამისი აქსესუარით -ანუკა ქებურიამ ჩვეული ექსტრავაგანტურობით შესთავაზა მაყურებელს.
ექსპრომტად გადაწყვიტა საქართველოს მოდის კვირეულში მონაწილეობა, ამიტომ მოსამზადებელი დრო ცოტა ჰქონდა, თუმცა შოუ შედგა. კოლექციამ დადებითი შთაბეჭდილება შექმნა.
ფეხსაცმელი და აქსესუარი ძლიერი ქალისთვის კატაკლიზმებისა და სტიქიების ეპოქაში -ანუკა ქებურიასგან.
იხილეთ ფოტოგალერეა
ჟურნალი "ბომონდი"