თამარ ივერმა ჟურნალ "სარკესთან" საქართველოს დატოვებისა და ოჯახთან ერთად აშშ-ში გადასვლის შესახებ ისაუბრა:
„ჩემმა მეუღლემ გადაწყვიტა, დროებით გადავიდეთ ამერიკაში, სადაც მისი დედა, და და ახლობლები იმყოფებიან. მეც მინდა, გავაგრძელო ჩემი საოპერო კარიერა. ცოდვა გამხელილი სჯობს, წლები გადის, საქართველო კიდევ უფრო ჩაეფლო პოლიტიკურ ბატალიებში, გარშემო ომმაც დიდი გავლენა იქონია. კულტურის მხრივ, უკან დავიხიეთ, ტელევიზორს ჩართავენ ჩემი შვილები და ან თურქული სერიალია, ან პოლიტიკური შოუ, ან საშინელი რეალური შოუ. ანუ მათთვის მოსასმენი და მისაღები არაფერია.
დავიღალე, მინდა, სხვა ცხოვრებით ვაცხოვრო შვილები. ყველა გზა მაინც შენი შემოქმედების დაფასებამდე და ანაზღაურებამდე მიდის. მინდა, სანამ ახალგაზრდა ვარ და ჯერ კიდევ შემიძლია ბევრი რამის გაკეთება, წავიდე და ისევ ჩემი ქვეყნისთვის ვიმღერო. პედაგოგობას 70 წლის ასაკშიც შევძლებ.
ახლა იურიდიულ საკითხებს ვაგვარებთ. მყავს ადვოკატი, რომელიც ჩემი იქ ცხოვრებისა და მუშაობის უფლების მიღებაზე მუშაობს…“ - ამბობს თამარ ივერი.