„კვლავ საუკეთესო“ - სალომე ჭაჭუამ ირლანდიური "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველივე ტურში დიდი მოწონება დაიმსახურა - Marao

„კვლავ საუკეთესო“ - სალომე ჭაჭუამ ირლანდიური "ცეკვავენ ვარსკვლავების" პირველივე ტურში დიდი მოწონება დაიმსახურა

2023-01-10 12:58:16+04:00


სალომე ჭაჭუა ირლანდიური „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-6 სეზონში მონაწილეობს. სალომეს მეწყვილე ამჯერად ფეხბურთელი პოლ ჯეიმსია.

წყვილის პირველმა შესრულებამ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. სალომეს საქართველოდან უამრავი გულშემატკივარი ჰყავს: „იმსახურებ წარმატებას“, „კვლავ საუკეთესო“, „ბრწყინვალე წყვილი“ - წერენ კომენტარებში.