სტილისტები გირჩევენ, არ დაუშვათ ეს შეცდომები ზამთარში, რათა თმას ზიანი არ მიაყენოთ.
1. არ გახვიდეთ გარეთ სველი თმით

ზაფხულში, მშრალ, ცხელ ამინდში, შეგიძლიათ მთლიანად მიატოვოთ თმის საშრობი, თუმცა ზამთარში ეს კატეგორიულად მიუღებელია. თუ ძალიან გეჩქარებათ და დრო არ გაქვთ, მაშინ უმჯობესია, არ დაიბანოთ და მშრალი შამპუნი გამოიყენოთ. ქარი და დაბალი ტემპერატურა თმას მტვრევადს და გამომშრალს გახდის. ექსპერტები ზამთარში ქუდების ტარებას გვირჩევენ.
2. არ გამოიყენოთ ძალიან ბევრი თმის კონდიციონერი

ექსპერტი გირჩევენ, კვირაში რამდენჯერმე გამოიყენოთ დამატენიანებელი პროდუქტები, მცირე რაოდენობით. წაისვით კონდიციონერი ტენიან თმაზე, გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და ჩამოიბანეთ. დაიბანეთ თმა შამპუნით, ჩამოიბანეთ და წაისვით თქვენი საყვარელი ნიღაბი, შემდეგ კვლავ კარგად ჩამოიბანეთ.
3. არ გაიშროთ თმა დაბანისთანავე

სველი თმის გაშრობა შხაპის მიღებისთანავე საზიანოა, რადგან ცხელი ჰაერი, ფაქტობრივად, ათბობს ტენით გაჯერებულ ღეროებს და აზიანებს მათ, ხდის მტვრევადს. გაშრობის წინ ექსპერტი გირჩევენ გამოიყენოთ მიკროფიბერის პირსახოცი, რომელიც შესანიშნავად შთანთქავს ზედმეტ ტენს; ასევე - თერმოდამცავი სპრეი, რომელიც ქმნის თმაზე დამატებით დამცავ ფენას.