მაკა ასათიანის უფროსი ვაჟი კახი ჟორდანია და მისი რჩეული ნანიკო კლდიაშვილი 2017 წლის სექტემბერში დაქორწინდნენ. როგორც ცნობილია, ნანიკოს წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს და მას არაერთ მნიშვნელოვან ჩვენებაში მიუღია მონაწილეობა.
![](/media/images/stories/naniko1.jpg)
წყვილს პირველი შვილი 2020 წლის 14 თებერვალს შეეძინა. ნანიკომ შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში იმშობიარა. ახალშობილს ლეა დაარქვეს. ამჯერად ნანიკო ოჯახთან ერთად გადაღებულ ფოტოებს „ინსტაგრამზე“ აქვეყნებს.
![](/media/images/stories/nanikok.jpg)
ნანიკო და კახი შვილთან და მეგობრებთან ერთად შვეიცარიაში, სან-მორიციში ისვენებენ. უსაყვარლესი ლეას ფოტოები, როგორც ყოველთვის, სოციალურ ქსელში დიდ მოწონებას იმსახურებს.
![](/media/images/stories/lea-2.jpg)
![](/media/images/stories/lea_e4317.jpg)
![](/media/images/stories/lea-3.jpg)