ე.წ. 9-დღიანი დიეტა საზოგადოებაში საკმაოდ პოპულარული გახდა. მას რეკომენდაციას ჰოლივუდის არაერთი ვარსკვლავის დიეტოლოგი, ნუტრიციოლოგი კელი ლევეკი უწევს.
ეს დიეტა სამი განსხვავებული მონო-დიეტის ჯაჭვია. უნდა გვახსოვდეს, რომ თავად ავტორი ამ დიეტის გამოყენებას კვების ძირითადი პროგრამის პარალელურად გვირჩევს.
ხანგრძლივობა: 9 დღე;
მახასიათებლები: შედგება სამი მონო-დიეტისგან;
ღირებულება: დაბალი;
შედეგი: მინუს 10 კგ-მდე;
რეკომენდებული სიხშირე: არაუმეტეს 1-ხელ 6 თვეში, ან ბრინჯის მონო-დიეტის გეგმის გამოყენება შესაძლებელია სამარხვო დღეებში ინდივიდუალური გრაფიკის მიხედვით;
დამატებითი ეფექტი: ნაწლავის გაწმენდა;
ბრინჯის დღე

სამი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ მხოლოდ ოქროსფერი ან თეთრი გრძელმარცვლოვანი (ბასმათი) ბრინჯი - ისევე, როგორც ბრინჯის დიეტის ნებისმიერ ვარიანტში. მზადდება შემდეგი რეცეპტის მიხედვით: 250 გრამი ცივ წყალში წინა დღით დასველებულ ბურღულეულს დილით კარგად რეცხავენ, ასხამენ მდუღარე წყალს 1:2 თანაფარდობით და ადუღებენ 15 წუთის განმავლობაში. მიღებული ბრინჯის რაოდენობა უნდა დაიყოს 6 პორციაზე და მიირთვათ მთელი დღის განმავლობაში. ბოლო კვება დასაშვებია არაუგვიანეს საღამოს რვა საათისა. ასევე, თქვენ უნდა მიირთვათ სამი ჩაის კოვზი თაფლი (ცალკე ან ბრინჯთან შერევით), მოერიდეთ გაზიან სასმელებს.
ქათმის დღე
შემდეგი სამი დღის განმავლობაში მთავარი კერძი ქათამი იქნება. ორთქლზე მოხარშული. მოხარშვის შემდეგ კანს აცლიან და ყრიან, ხორცს ფრთხილად აცალკევებენ ძვლებისგან, ურევენ თეთრს და წითელს და ისევ ყოფენ 6 პორციაზე, რომელსაც მკაცრად მიირთმევენ საღამოს რვამდე.
ბოსტნეულის დღე

შემდეგი სამი დღე ბოსტნეულს დაუთმეთ.
ყოველდღიური მენიუ: 500 გრამი ორთქლზე მოხარშული ან ზეთის გარეშე ჩაშუშული ნებისმიერი ბოსტნეული და 500 გრამი ახალი ბოსტნეული. ბოსტნეულს არ დაუმატოთ მარილი, მთელი რაოდენობა უკვე ჩვეულებრივ იყოფა 6 პორციაზე და მიირთმევენ საღამოს 8 საათამდე. შეგიძლიათ დალიოთ მწვანე ჩაი.