საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლე მაკა ჩიჩუა შვილებთან ერთად დუშეთში ცხოვრობენ. წყვილი სამეურნეო საქმიანობითაცაა დაკავებული და, როგორც თავად არაერთ ინტერვიუში აღნიშნავენ, ცხოვრება ქალაქისგან მოშორებით უფრო მშვიდი და სასიამოვნოა.
ამჯერად მაკა ჩიჩუა სოციალურ ქსელში შვილის, თომა ფოტოს აქვეყნებს წარწერით - "5 წლის თომა" - ფოტომ საზოგადოებისგან თბილი ემოციები დაიმსახურა.