მიმდინარე კვირის განმავლობაში ძირითად ტენდენციებს ორი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა განსაზღვრავს. მომდევნო დღეებში იქნება მზის სექსტილი იუპიტერთან, ხოლო პლანეტა ურანი რეტრო-ფაზიდან დაბრუნდება, რაც ადამიანების ცხოვრებასა და ხასიათზე გავლენას მოახდენს. 25 იანვარს მზისა და იუპიტერის სექსტილი სოციალურ პროცესებთან, პროექტების განხორციელებასთან მნიშვნელოვან წინსვლას მოგიტანთ. ასტროლოგების თქმით, ეს შესანიშნავი დღეა ქორწილის, ნიშნობის დასაგეგმად და თქვენთვის საჭირო გადაწყვეტილებების მისაღებად. შეგიძლია დადოთ მომგებიანი გარიგებები, შეცვალოთ ბიზნესისადმი მიდგომა და პარტნიორებთან ურთიერთობა. მზისა და იუპიტერის სექსტილი დადებითად იმოქმედებს ურთიერთობებზე, პირად სფეროზე. მიმდინარე კვირაში შესაძლოა, ახლობლებს, მეგობრებს გარკვეული მიზნებისთვის დაუკავშირდეთ, მოაწყოთ ერთობლივი ვახშამი, შეკრება და დრო შესანიშნავად გაატაროთ. ასევე, რეფორმებისა და ცვლილებების პლანეტა ურანი რეტროგრადულ მოძრაობას ასრულებს და საზოგადოებაში ბევრ სასიკეთო ცვლილებას გამოიწვევს. უფრო კონკრეტულად, ასტროლოგები ასახელებენ, როგორი კვირა ელის ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელს:
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ვერძი კვირის უმეტეს პერიოდში რესურსულ მდგომარეობაში იქნება. პროფესიულ სფეროში კმაყოფილები იქნებით როგორც მომავლის პერსპექტივით, ასევე უკვე შესრულებული სამუშაოს შედეგებით. განსაკუთრებით წარმატებული იქნებიან ის ვერძები, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია ადამიანის ზრუნვასა და დახმარებასთან (მაგალითად, ბიზნესი, მედიცინა, პედაგოგიკა). ასევე, მიმდინარე კვირაში ფინანსური სტაბილურობაც გაგახარებთ და ამ მხრივ სანერვიულო არ გექნებათ. რაც შეეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, ასტროლოგების თქმით, ამ კვირაში "არასწორ" ადამიანთან შეხვედრის რისკი გაქვთ. ამიტომ, კარგად დააკვირდით მათ, ვინც ახლა თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება და ზედმეტად ნუ ენდობით. დროსთან ერთად აუცილებლად მიხვდებით, ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება. მიმდინარე კვირა თქვენთან განახლების სურვილს შემოიტანს, შესაძლოა, მოგინდეთ ბევრი რაღაცის შეცვლა, გარდაქმნა, ახლის დაწყება და ამისთვის საჭირო მოტივაციასაც იპოვით.
კურო (21 აპრილი - 20 მაისი)
კუროს ნიშნის წარმომადგენლებს ეს კვირა პროფესიულ სფეროში ბევრ ცვლილებას მოუტანს. ვიღაც დაწინაურების შესახებ გაიგებს ინფორმაციას, ზოგი სამსახურის შეცვლას გადაწყვეტს, ნაწილს კი გაუჩნდება სურვილი, რომ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში იმოგზაუროს. ასტროლოგების თქმით, თუ ამ კვირაში საკუთარ ბიზნესს წამოიწყებთ, ის ძალიან წარმატებული იქნება და მნიშვნელოვან მოგებასაც მოგიტანთ. ეს კვირა პირადი ცხოვრების თვალსაზრისითაც ბევრ ცვლილებას გპირდებათ. კერძოდ, ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ყველა შანსი აქვთ, რომ მიმდინარე დღეებში გაიცნონ ვიღაც, ვინც მათ ცხოვრებას შეცვლის და ბევრ ბედნიერ დღეს აჩუქებს. ის თქვენი სულიერი მეგობარი გახდება და ერთად თავს კომფორტულად იგრძნობთ.
ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი)
ტყუპები მიმდინარე კვირის განმავლობაში აღმოჩნდებიან ისეთ სიტუაციაში, როცა მკაფიო და ცალსახა პოზიცია არ ექნებათ. ეს კი მათთან დაბნეულობას გამოიწვევს. ამ ნიშნის წარმომადგენლები შეეცდებიან, თავიანთ გრძნობებს გაუმკლავდნენ, რაც მათ შინაგან წონასწორობას დაარღვევს. რაც შეეხება პროფესიულ სფეროს, აქ მოლაპარაკებებში შეექმნებათ სირთულეები, რადგანაც არსებული დაბნეულობა ყველაფერზე მოახდენს გავლენას. ფინანსებთან დაკავშირებულ დოკუმენტებზე ხელმოწერისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, რადგანაც თაღლითობისა და მანიპულაციის დიდი რისკია. სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით, პრობლემა არ შეგექმნებათ, თუმცა ზოგადმა ფონმა და თქვენმა არადაბალანსებულმა შინაგანმა მდგომარეობამ აქაც შეიძლება გავლენა მოახდინოს. ნუ იდარდებთ, კვირის ბოლოსკენ არსებული გამოწვევების დაძლევას შეძლებთ და ჩვეულ ენერგიასა და მოტივაციას კვლავ დაიბრუნებთ.
კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი)
კირჩხიბები წინა კვირის ტენდენციებს გააგრძელებენ, როდესაც პროფესიულ, ფინანსურ და რომანტიკულ სფეროებში აქტიურობა მათი არსებობის პირობების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას, გრძელვადიანი გეგმებისა და იმედების რეალიზებას ხელს შეუწყობს. ეს შესანიშნავი დროა ამბიციური და პერსპექტიული პროექტის დასაწყებად, განსაკუთრებით პარტნიორთან ერთად. იმ კირჩხიბებს, რომლებიც მიჩვეულნი არიან საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას, მზად არიან, რისკზე წავიდნენ და დიდი დრო და ძალისხმევა ჩადონ პროფესიულ სფეროში, ექნებათ შესაძლებლობა ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიონ.
ლომი (23 ივლისი - 22 აგვისტო)
ოჯახისა და სახლის თემები ლომის ცხოვრებაში თითქმის მთელი კვირის განმავლობაში იქნება აქტუალური. ამავდროულად, ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან მცირე კონფლიქტი და კამათიცაა მოსალოდნელი, როცა თქვენი პოზიციები ერთმანეთს არ დაემთხვევა და მათგან საჭირო დახმარებას ვერ მიიღებთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ კვირაში დიდი შესყიდვებისგან თავი შეიკავოთ. პროფესიულ სფეროში ის ლომები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, „ყველაფერი ერთდროულად“ მიიღონ, იმედგაცრუებულები დარჩებიან. გახსოვდეთ, რომ წარმატება აბსოლუტურად რეალურია, მაგრამ არა ისეთი სწრაფი, როგორც თქვენ გსურთ. მიჰყევით თქვენს მიზნებს და ყველაფერი კარგად იქნება. რომანტიკული ურთიერთობების თვალსაზრისით, მიმდინარე კვირაში რაიმე რადიკალური ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
ქალწულის მდგომარეობა ნაწილობრივ ტყუპების განწყობას დაემსგავსება და გარკვეული დაბნეულობის წინაშე აღმოჩნდებით, როცა მოცემული სიტუაციებიდან არც ერთი არ მოგეწონებათ. მაგრამ, თქვენ შეძლებთ, რომ პრობლემები სრულად შეისწავლოთ, ნახოთ, საიდან წარმოიშვა და შემდეგ მისი გადაჭრის გზებსაც იპოვით. ეს ეხება როგორც პროფესიულ, ისე რომანტიკულ სფეროს. რაც შეეხება ფინანსებისა და ჯანმრთელობის სფეროს, აქ ქალწულებს სტაბილური და პროგნოზირებადი მდგომარეობა აქვთ. ფულის რაციონალური ხარჯვა და დაავადების გონივრული პრევენცია საშუალებას მოგცემთ, მიმდინარე კვირის განმავლობაში მშვიდად იცხოვროთ.