მუსიკოსმა ნათია თოდუამ სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გამოაქვეყნა და ორსულობის შესახებ ისაუბრა:
"არ ვიცი, როგორ აღვწერო ორსულობა, მაგრამ ვიცი და ვგრძნობ, რომ ჩემს სხეულში ორი გული ერთნაირად ძგერს... ეს ჯადოსნურია" - დაწერა ნათია თოდუამ საკუთარ "ფეისბუკზე".
ნათია თოდუა გასული წლის შემოდგომაზე დაოჯახდა. მისი რჩეული დავით ზურაბაშვილია. წყვილმა ჯვარი ბოდბეში დაიწერა, წვეულება კი "შატო ბუერაში" გამართა. საღამოს არაერთი ცნობილი სახე, მათ შორის, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა. წვეულების დროს წყვილმა ბავშვის სქესიც გაიგო, ნათია და დავითი ბიჭის მშობლები გახდებიან.
