ძველმა საბერძნეთმა გავლენა მოახდინა მთელი მსოფლიოს კულტურის ჩამოყალიბებაზე, მათ შორის, სილამაზის სტანდარტებზე.
მოდით, თვალი გადავავლოთ ბერძნებისეულ სილამაზის აღქმას და გავიგოთ, რამდენად შეესაბამება იგი 21-ე საუკუნის სტანდარტებს.
სწორი წარბები

ბერძნები თვლიდნენ, რომ სიმეტრია მჭიდროდ იყო დაკავშირებული სილამაზესთან - როგორც ადამიანთან, ასევე უსულო საგანთან. იმ დროს პითაგორამ ჩამოაყალიბა ოქროს თანაფარდობის თეორია, რამაც ხელი შეუწყო სახის იდეალურობის შემოწმებას. ამისთვის გაანალიზდა ყველა მახასიათებლის სიმეტრია - მათ შორის, წარბებისაც კი!
სქელი ტუჩები

თუ ანტიკურ ქანდაკებებს დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ყველა ჰეროინს საკმაოდ სქელი ტუჩები აქვს. როგორც ჩანს, ტუჩები ყოველთვის ითვლებოდა ქალის სილამაზის მთავარ ატრიბუტად.
ძროხის თვალები

რაც უნდა უცნაურად ჟღერდეს, გამოთქმა „ძროხის თვალები“ ძველ საბერძნეთში ერთ-ერთ ყველაზე მაამებელ კომპლიმენტად ითვლებოდა და მიმართული იყო ცნობილ მითიური ლამაზმანებისკენ. მაგალითად, ჰომეროსი „ილიადაში“ზევსის ცოლის თვალებს სწორედ ამ სიტყვებით მოიხსენიებს - დიდი, გულუბრყვილო, მრგვალი, გრძელი წამწამებით. ასეთი თვალები ძველ საბერძნეთში ყველაზე მეტად იყო დაფასებული.
ქერა ან წითური თმა

თმის მოწითალო ან ქერა შეფერილობა უფრო გამომწვევად ითვლებოდა, ვიდრე მუქი ტონები. იმისთვის, რომ კულულები ოდნავ მაინც გაენათებინათ, გოგონები მათ საეჭვო ინგრედიენტებით იღებავდნენ და საათობით ისხდნენ მზეზე, რომ მისთვის მოწითალო შეფერილობა მიეცათ.