რუსეთში მცხოვრები ქართული წარმოშობის მომღერალი ქეთა თოფურია სკანდალში გაეხვია. რუსული მედია წერს, რომ შესაძლოა, მას კოლეგები დაუპირისპირდნენ.

რამდენიმე დღის წინ მომღერალი A-Studio-ს ერთ-ერთ წევრ ბაიგალ სერკებაევთან ერთად, არმან დავლეტიაროვის გადაცემას სტუმრობდა, რა დროსაც მომღერალმა ჯგუფის შემოქმედებაზე, კონკურენციასა და პოპულარობაზე ისაუბრა.
ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სკანდალები.
ჟურნალისტმა იკითხა, როგორ ახერხებს A-Studio, ამდენი წლის განმავლობაში დარჩეს ისეთ ჯგუფად, რომელიც სკანდალებში არ ეხვევაო?
და სწორედ ამ კითხვაზე პასუხი გახდა სკანდალის მიზეზი, რის გამოც თოფურიას რუსულ მედიაში აკრიტიკებენ.
წაიკითხეთ სრულად