ყველასთვის კარგად ნაცნობი ტოპმოდელი თაკო ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი ფოტოები გამომწერების მხრიდან ყოველთვის დიდ გამოხმაურებასა და დადებით შეფასებებს იმსახურებს.


სულ ცოტა ხნის წინ თაკომ თეთრეულის საკუთარი ბრენდი „შეიდიში“ დააფუძნა, რომლის მთავარი კონცეფცია ეკომეგობრულობას ეფუძნება: „გულის სიღრმეში ყოველთვის მინდოდა თეთრეულის საკუთარი ბრენდი შემექმნა. სწავლის და ბევრი დაკვირვების შემდეგ შევქმენი Sheidish. აქ იწყება ჩემი ახალი ისტორია" - წერდა ის.