მომღერალ თათა გიორგობიანს საზოგადოება კარგად იცნობს. ის პოპულარული „ღამის შოუს ბენდიდან“ გახდა და მსმენელმა მალევე შეიყვარა. თათა ხშირად სტუმრობს სხვადასხვა გადაცემას და განვლილ ცხოვრებასა და წარმატებაზეც საუბრობს.
ამჯერად თათა საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" გამომწერების კითხვებს პასუხობს:
„15 წლიდან დავიწყე მუშაობა და უამრავ სფეროში მოვსინჯე თავი. ცნობისმოყვარე და დამოუკიდებელი ვიყავი და ოჯახსაც ვეხმარებოდი.“