მსახიობ ანკა ვასაძეს ორი შვილი, ნიკოლოზი და ნასტასია ჰყავს. მან ჟურნალ OK!-სთან შვილებთან ურთიერთობასა და აღზრდის მეთოდებზე ისაუბრა:
"იყო მშობელი, ყველაზე დიდი ბედნიერებაა. დაწყებული იქიდან, როდესაც შვილს პირველად იყვან ხელში…
ყველა ადამიანი განსხვავდება, შესაბამისად, სხვადასხვა ადამიანისთვის დედა შეიძლება იყოს მეგობარი ან მკაცრი აღმზრდელი, მისაბაძი ადამიანი ან ზოგ შემთხვევაში შვილმა იტვირთოს დედის როლი.
მთავარი ისაა, რომ ეს ურთიერთობა ვერაფერს შეედრება.
შვილთან მეგობრობა აუცილებელია, თუმცა ზღვარი არ უნდა წაიშალოს. ეს ზღვარი გადის მშობლის ავტორიტეტზე, რადგან გარკვეულწილად მშობელი მაგალითია შვილისთვის…”, – ამბობს ანკა ვასაძე.

ფოტო: ჟურნალი OK!