წარმატებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ექცევა, ამის მიზეზი კი, მისი სპორტული წარმატების გარდა, პირადი ცხოვრებაცაა. როგორც ცნობილია, 21 წლის ფეხბურთელის რჩეული უმშვენიერესი ნიცა თავაძეა, რომელიც მომავალი ექიმია და ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე გულშემატკივარი.

ამჯერად კი ხვიჩა კვარაცხელიამ საზოგადოების ყურადღება სულ სხვა მიზეზით დაიმსახურა. როგორც ჩანს, მას მსოფლიოს ყველა კუთხეში იცნობენ და მისი გულშემატკივრების რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება. ამას ისიც მოწმობს, რომ რამდენიმე კვირის წინ ხვიჩა საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე 1 მილიონ გამომწერს გადასცდა, რითაც პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს გადააბიჯა. დღეს კი მისი მიმდევრების რაოდენობა 1.2 მილიონამდეა გაზრდილი.
წაიკითხეთ სრულად