მანიკა უკვე 13 წელია კალათბურთელ ბექა წივწივაძეზეა დაქორწინებული. მათ ერთი შვილი, 10 წლის გიორგი ჰყავთ. მანიკა შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს. მათ ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა აქვთ. შვილის მიმართ დამოკიდებულების შესახებ მანიკა ასათიანმა ჟურნალ OK!-თან ისაუბრა:
„ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი პროფესია და მთავარი გამოწვევა. რაც დრო გადის, კიდევ უფრო დიდი სიმძაფრით ვიაზრებ, რას ნიშნავს და რამდენად რთულია, იყო კარგი მშობელი. ზღვარი სად გადის, ძნელი სათქმელია, მაგრამ ერთი რამ, რაც დარწმუნებით მჯერა, აუცილებელია შვილთან მეგობრობა, იმიტომ, რომ მას უნდა ჰქონდეს მშობლის ნდობა და იმედი. შეცდომებს ყველანი ვუშვებთ, მაგრამ შვილს არ უნდა შეეშინდეს მშობელთან ამის აღიარების. სულ ვუმეორებ, რომ ნებისმიერ დროს უნდა ჰქონდეს ჩემი იმედი, რადგან, რაც უნდა მოხდეს, მე ყოველთვის მის გვერდით ვიქნები“, - თქვა მანიკა ასათიანმა.

ფოტოები: ჟურნალი OK!