როგორია თქვენი lifestyle? ცხოვრების სტილი განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების ხარისხს, ემოციურ მდგომარეობას, განწყობასა და დამოკიდებულებებს საგნებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამიტომ, თუ გსურთ, რომ ყოველდღიური ცხოვრება სასიამოვნო და დადებითი ემოციებით იყოს სავსე, სწორად უნდა განსაზღვროთ თქვენი lifestyle-ის დეტალები.
ჯანსაღი ცხოვრების წესი და სწორად შერჩეული კვების რაციონი მისი აუცილებელი ნაწილი უნდა იყოს. თუმცა, ამავდროულად, ყურადღება უნდა მიაქციოთ მცირე დეტალებსაც, რომლებიც შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელოა, მაგრამ რეალურად საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრების ხარისხზე.
მაგალითად, ასეთია არომატი, რომელიც თქვენს სამუშაო თუ საცხოვრებელ სივრცეშია. დადასტურებული ფაქტია, რომ სხვადასხვა არომატს განსხვავებული ზემოქმედება აქვს ადამიანზე. მან შეიძლება გაზარდოს მოტივაცია, აამაღლოს განწყობა, ხელი შეუწყოს შრომისუნარიანობის ზრდას, დაეხმაროს ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლებაში. სწორედ ამიტომ, ადამიანები საკუთარ სივრცეში ხშირად იყენებენ სურნელოვან ჩხირებს სხვადასხვა არომატით. ის პირადი ჰარმონიის შექმნაში ეხმარებათ.
სურნელოვანი ჩხირები ბოლო წლების განმავლობაში გახდა ტრენდი, რომელსაც ცნობილი და წარმატებული ადამიანების სახლებში აუცილებლად შეხვდებით. აბა, დაფიქრდით, თავადაც რამდენჯერ გინახავთ სურნელოვანი ჩხირები სხვადასხვა დანიშნულების პრემიუმ სივრცეებში. ჰოდა, რატომ არ უნდა გამოიყენოთ ის თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში? გარემოში, სადაც დიდ დროს ატარებთ, განსაკუთრებული ადგილი მიუჩინეთ სურნელოვან ჩხირებს.
თუ არომატი თქვენი ცხოვრების სტილის ნაწილი გახდება, მალევე მიხვდებით, როგორ შეცვლის ნეგატიურ განწყობას პოზიტიური, როგორ აივსებით ენერგიითა და ხალისით; რაც მთავარია, მოგემატებათ თავდაჯერებულობა. ამისთვის არომატული ჩხირები საუკეთესო და ამავდროულად, მარტივი საშუალებაა.
„არომაკოს“ არომატული ჩხირები თქვენს ინტერიერში სიმშვიდეს შემოიტანს. ჩხირები რამდენიმე არომატითაა ხელმისაწვდომი და ის თქვენი სურვილების და გემოვნების შესაბამისად შეგიძლიათ შეარჩიოთ.
Creamy vanilla
ვანილის არომატი თქვენი ცხოვრების სტილს განსაკუთრებულ შტრიხს შესძენს. მისი სურნელი ძალიან სასიამოვნო და მრავალმხრივია. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ვანილის სუნი აუმჯობესებს განწყობას, ეხმარება ადამიანს დეპრესიასთან ბრძოლაში და ხელს უწყობს ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებას. ასევე ხშირად აღნიშნავენ, რომ ვანილი ბუნებრივი აფროდიზიაკია.
Sandal wood
Sandal wood, ანუ სანდლის ხე მარადმწვანე მცენარეა, რომელიც აღმოსავლეთის ქვეყნებში იზრდება. მის არომატს აქვს დამამშვიდებელი თვისებები. სურნელოვანი ჩხირები სანდლის ხის არომატით უზრუნველყოფს მშვიდ და სრულყოფილ ძილს, თრგუნავს ნეგატიურ ფიქრებსა და აგრესიას, აღვიძებს თანაგრძნობასა და კეთილგანწყობას, ასევე ხელს უწყობს სწრაფ და მკაფიო აზროვნებას.
Black pearl
შავი მარგალიტის არომატი ინტენსიურად გამოიყენება სილამაზის ინდუსტრიაში. ის დადებითად მოქმედებს განწყობაზე, ზრდის თავდაჯერებულობის შეგრძნებას. მას ანტიოქსიდანტური ქმედებაც გააჩნია.
სწორად შერჩეულ სურნელოვან ჩხირებს შეუძლია თქვენი სახლი ყველაზე მყუდრო ადგილად აქციოს, სადაც რომანტიკული და მშვიდი გარემო იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. სწორედ ამიტომ, ნუ დაივიწყებთ ისეთ დეტალს, როგორიც არომატია და გახადეთ ის თქვენი lifestyle-ის ნაწილი. უკანასკნელი წლების აქტუალური ტრენდი, რომელიც საცხოვრებელ თუ სამუშაო გარემოში არომატული ჩხირების გამოყენებას გულისხმობს, იმედგაცრუებულს ნამდვილად არ დაგტოვებთ.