„ჩემი ძვირფასი მეუღლის, დიდემ პეტეკაიას ახლო ნათესავები ნანგრევების ქვეშ არიან. გთხოვთ, დაგვეხმაროთ. ღმერთმა ყველას გვიშველოს“, - წერს ცნობილი მსახიობი, ერქან პეტეკაია. ამის შესახებ ცნობას თურქული მედიაც ავრცელებს.
ერქან პეტეკაია ცნობილი თურქი მსახიობია. ის ეკრანებზე გამოჩენის შემდეგ პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ თურქეთში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც და ბევრისთვის საყვარელი მსახიობია. მან ხალხის განსაკუთრებული სიყვარული სერიალით "ნამსხვრევები" დაიმსახურა.
