მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში, მეუღლეს, ხათუნა ჟორდანიას დაბადების დღეს ულოცავს და ოჯახურ ფოტოს აქვეყნებს.
“ღმერთმა ჯანმრთელობა, წყალობა და სიკეთე არ მოგაკლოს!… ხათუნა, გილოცავ დაბადების დღეს!”, – წერს ის. ხათუნას მიმართ მისმა მეგობრებმა და გულშემატკივრებმაც არ დაიშურეს თბილი სიტყვები. მან არაერთი მილოცვა და კეთილი სურვილი მიიღო.
დაბადების დღე სოციალურ ქსელში დედას ნინი ქარსელაძემაც მიულოცა: "ჩვენმა სიყვარულმა ისევ გაიმარჯვა. ასეთი გამარჯვებული მინდა მყავდე 100 წელი" - წერს ის.