ნინო კასრაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მსახიობია, რომელიც ხშირად ჩანს როგორც ტელეეკრანებზე, ისე თეატრის სცენაზე. ნინო კასრაძე 1970 წლის 3 მარტს თბილისში დაიბადა, 1993 წელს კი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ამავე წლიდან, წლების განმავლობაში რუსთაველის თეატრის დასში ირიცხებოდა. მას არაერთ ცნობილ ფილმში, სერიალსა თუ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგალითად, „ორფეოსის სიკვდილი“, „გასეირნება ყარაბაღში“, „ირინეს ბედნიერება“, „მაკბეტი“, „ჰამლეტი“ და სხვ. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული როლით გახდა.
ნინო, გარდა საკუთარი სამსახიობო ნიჭისა, საზოგადოების აღფრთოვანებას საკუთარი განსაკუთრებული გარეგნობითაც იწვევს. ამჯერად მან წლების წინ გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა და უამრავი კომპლიმენტიც დაიმსახურა: "ქართული გენი", "თეატრისა და კინოს მშვენება", "უმშვენიერესი ქალი" - წერენ კომენტარებში.