27 თებერვალი, მთვარე ტყუპშია. კარგია სუფთა ჰაერზე სეირნობა. მოიმატებს ინფორმაციის გაცვლის, ურთიერთობისა და გადაადგილების სურვილი. მოუფრთხილდით ხელებს, ფილტვებს. კარგია სუნთქვითი ვარჯიში. მასაჟი, არომათერაპია. შეგიძლიათ გაიკეთოთ პირსინგი, ტატუ.

პირველი მარტი, 06:41-ზე მთვარე კირჩხიბს ესტუმრება. იმატებს მგრძნობელობა და ემოციურობა. არ გირჩევთ ტყუილის თქმას, წუწუნს. დიასახლისებს საჭმელი გამოსდით განსაკუთრებით გემრიელი. სასარგებლოა პურისა და სხვა ფქვილეულის გამოცხობა. არ გადატვირთოთ კუჭი. ცუდია კუჭის გამოკვლევა, ნებისმიერი მანიპულაცია მკერდის და საშვილოსნოს ზონასთან. ტყუილის თქმა.
3 მარტი, 19:15-ზე მთვარე ლომში გადავა. არტისტული მთვარე. მოიმატებს შემოქმედებითი განწყობა, რაიმეს კეთების, ფლირტის სურვილი. გავუფრთხილდეთ გულს. არ გადაიღალოთ. მიირთვით კალციუმით, კალიუმითა და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები.
კარგია ზურგის გავარჯიშება, სუნთქვითი ვარჯიშები. თმის შეჭრა, რომ მოცულობასა და სიგრძეში სწრაფად გაიზარდოს.