ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი დედას უჭირავს. რაც მეტად ვიზრდებით, მით მეტად ვიაზრებთ და ვაფასებთ იმ შრომას, პასუხისმგებლობასა და თავგანწირვას, რაც დედებმა ჩვენთვის გაიღეს. დამოუკიდებელი ცხოვრების თითოეული ეტაპი რთულია, რადგან თან მოგვდევს მოგონებები, თუ როგორი მარტივი და სასიამოვნო იყო ცხოვრება, როცა დედა გვივლიდა და ქვეცნობიერად მუდამ ვადარებთ აწმყოს იმ უდარდელ ბავშვობას.
3 მარტს ქართველები დედის დღეს აღვნიშნავთ და, აუცილებელია, ამ დღეს დედებმა მიიღონ უსაზღვრო სითბო, სიყვარული და პატივისცემა. თუ საჩუქრებით გიყვარს შენი სიყვარულის გამოხატვა, გააგრძელე კითხვა, რადგან ჩვენ გაგიმხელთ, თუ რა გააბედნიერებს ყველა დედას…
Glovo-სა და Tnet-ის შეთავაზებები საჩუქრის არჩევის პროცესს გაგიმარტივებს!
ამიტომ, ის, რაც ყველა დედის თვალებს მომენტალურად ააბრჭყვიალებს, ეს არის განტვირთვის, ქალაქგარეთ გასვლის და დასვენების 2 დღე!
აჩუქეთ დედებს საკუთარ თავზე ზრუნვის რამდენიმე საათი: სარელაქსაციო მასაჟი, გამაჯანსაღებელი თუ უბრალოდ, ესთეტიკური პროცედურები. გვერწმუნეთ, ის უბრალოდ უბედნიერესი იქნება!
სად უნდა შეარჩიოთ საუკეთესო სასაჩუქრე ვაუჩერი დასვენებისა და საკუთარ თავზე ზრუნვისთვის? რა თქმა უნდა, SWOOP-ზე, თანაც ამ ყველაფრის ნახვა უკვე Glovo-ზეა შესაძლებელი! განსაკუთრებული ამბავი ისაა, რომ ვაუჩერის შეძენის შემთხვევაში, 1+1 აქციით ისარგებლებთ და დედასთან ერთად, დასასვენებლად მის საუკეთესო მეგობარსაც გაუშვებთ... ან ერთის ნაცვლად, დედას 2 სარელაქსაციო პროცედურით გაახარებთ!
თავის მოვლის პროდუქტებსა და სახლის აქსესუარებს Vendoo-ზე ნახავთ, თანაც Glovo-ს აპლიკაციაში . მაგრამ ეს ყველაფერი არ არის: გადაიხადეთ VISA ბარათით და მიიღეთ 20%-იანი ქეშბექი, რომელიც Glovo-ს ანგარიშზე მომენტალურად აისახება!