როგორ მოვუაროთ სახის კანს 40 წლის შემდეგ? - Marao

როგორ მოვუაროთ სახის კანს 40 წლის შემდეგ?

2011-05-11 17:00:00+04:00

ყველა ქალბატონს სურს ნებისმიერ ასაკში ლამაზად გამოიყურებოდეს. ეს არც ისე ძნელია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. საკმარისია იცოდეთ, რომელი კოსმეტიკური საშუალებები უნდა გამოიყენოთ.

40 წლის შემდეგ კანი დამოუკიდებლად ვეღარ უმკლავდება ასაკით გამოწვწეულ პრობლემებს და იწყებს გამოშრობას. ნაოჭებიც უფრო შესამჩნევია და სახის ოვალი უწინდებურად გამოკვეთილი აღარ არის. ჩნდება პიგმენტური ლაქები.

40 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის რეკომენდებულია კანის დაბერების საწინააღმდეგო კრემების გამოყენება (მხედველობაში გვაქვს კრემები, რომლებიც უჯრედების აღმდგენ კომპონენტებს შეიცავს) აუცილებელი არ არის ახალმოდური და ძვირიანი საშუალების შეძენა, საკმარისია იქონიოთ 1 ეფექტური პრეპარატი და 2-3 თვის მანძილზე გამოიყენოთ.

დაგჭირდებათ ლიპიდებითა და ვიტამინებით მდიდარი საშუალებები, რომლებიც ნაოჭებს გააქრობს და კანს დაატენიანებს.

ღამის კრემი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ენზიმებს (ფერმენტებს) - ისინი ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის წარმოქმნას.

გირჩევთ ასევე მუდმივად იქონიოთ გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მქონე შრატი, რომელიც უსრუნველყოფს კანის ელასტიკურობას და აუმჯობესებს მის ზოგად მდგომარეობას.

ამ ასაკის ქალბატონებს ასევე ვურჩევთ ცხიმიანი დამატენიანებელო კრემის დილა-საღამოს გამოყენებას. უპირატესობა მიანიჭეთ დიდი რაოდენობით რეტინოლის შემცველ შრატს და კრემებს ლიფტინგის ეფექტით.

კარგი იქნება, თუ გაივლით კონსულტაციას გამოცდილ კოსმეტოლოგთან, რომელიც თქვენთვის საჭირო კოსმეტიკური საშუალების შერჩევაში დაგეხმარებათ.