ხატია ბუნიათიშვილმა ფორტეპიანოზე დაკვრა 6 წლის ასაკში დაიწყო, დღეს კი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი და ყველაზე პოპულარული პიანისტია. ხატიას კარიერისა თუ პირადი ცხოვრების მიმართ ინტერესი კი მუდმივად არსებობს.
ხატია სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და გულშემატკივრებს პირად ფოტოებსა თუ კარიერულ სიახლეებს მუდმივად უზიარებს.
ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ იგი პირველ შვილს ელოდება. 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, ქართველმა პიანისტმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და გამომწერებს სასიხარულო ამბავი შეატყობინა. მისი რჩეულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
ამჯერად ხატიამ კონცერტი ბერლინში გამართა. „დიდი მადლობა ბერლინს დაუვიწყარი საღამოსთვის“ - წერს ის სოციალურ ქსელში.
