ამ ვარსკვლავების სილამაზისა და სტილის შესახებ მსოფლიოში არაერთი ადამიანი წერს და შესაძლოა, ბევრი ჩვენგანისთვის ინსპირაციადაც კი გადაიქცნენ. თუმცა მათ არანაკლებ მშვენიერი დედები ჰყავთ, რომლებსაც შეიძლება საზოგადოების დიდი ნაწილი არც იცნობდეს:
- კენია ბოლდუინი, ჰეილი ბიბერის დედა
კენია ბოლდუინი ჰეილი ბიბერის დედაა, რომელიც შესანიშნავად გამოიყურება და ჰეილი მას ძალიან ჰგავს. იგი პროფესიით მსახიობია და ახლა გრაფიკულ დიზაინერად მუშაობს. "მე და დედა ტყუპივით ვართ" - ხუმრობს ხოლმე ტოპ-მოდელი.
- ლინ ირენ ბრიჯსი, ბრიტნი სპირსის დედა
ამერიკელი პოპ-ვარსკვლავის დედა შოუბიზნესისაგან შორს იყო. ქალი კენვუდში, დაწყებითი საფეხურის მასწავლებლად მუშაობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ბრიტნიზე მან წიგნი გამოაქვეყნა. სპირსს დედასთან ცუდი ურთიერთობა აქვს და როგორც ცნობილია, ისინი ბევრ რამეში ვერ უგებენ ერთმანეთს.
- მარშელინ ბერტრანი, ანჯელინა ჯოლის დედა
ანჯელინა ჯოლის დედაც მსახიობი იყო, თუმცა მარშელინი არასოდეს ყოფილა ისეთი პოპულარული, როგორიც ანჯელინაა. დედა-შვილი ერთმანეთს საოცრად ჰგავს. 2007 წელს ქალი სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, ანჯელინამ ეს ძალიან მძიმედ გადაიტანა. "სარკეში ვიხედები, ვხვდები, რომ დედაჩემს ვგავარ და ეს საოცრად მათბობს." - თქვა ჯოლიმ.
წაიკითხეთ სრულად