ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი ტელეეკრანებზე ხშირად ჩანს და ბავშვებსა თუ მოზრდილებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ სოციალურ ქსელში ბევრ სასარგებლო რჩევას აძლევს. ქეთი საზოგადოებისთვის ცნობილი პოპულარული შოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეშვეობით გახდა და პროექტის მესამე სეზონში გამარჯვებაც მოიპოვა.
ამჯერად ქეთი აქციაზე მომხდარ მოვლენებს ეხმაურება:
"ჩემი აზრი უცვლელია! საქართველოს ადგილი ევროპაშია და ევროპულ საქართველოში უნდა იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა. გთხოვთ, შეწყვიტოთ ოჯახის წევრების შეურაცხყოფა."