თხუთმეტი წლის ასაკში ფრანჩესკა რომანა რიველიმ გადაწყვიტა, უფროს დას, კლაუდიას სინჯებზე გაჰყოლოდა, თუმცა, რეჟისორმა, როგორც ხშირად ხდება, უპირატესობა უმცროს რიველის მიანიჭა. გოგონამ სამსახურთან ერთად ახალი სახელი მიიღო - ორნელა მუტი.
![](/media/images/stories/foxybelka.jpg)
მაცდუნებელი ლამაზმანი პირველი იტალიელი გახდა, ვინც დიდ ეკრანზე გაიხადა. მან არც მამაკაცის ჟურნალებისთვის გადაღება დააყოვნა, მაგრამ პოპულარობა ადრიანო ჩელენტანოსთან მუშაობამ მოუტანა, რომელთანაც მოგვიანებით რომანი გააბა.
![](/media/images/stories/hagen-last-kiss.jpg)
ბოლო დროს მსახიობი იშვიათად თამაშობს ფილმებში. შესაძლოა ამიტომ იქცევს მისი წითელ ხალიჩაზე გამოჩენა დიდ ყურადღებას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მსახიობის კომპანიონი პლასტიკური ქირურგი სტეფანო პიკოლო იყო. თავად ორნელა მრავალი წელია იცავს განსაკუთრებულად ჯანსაღ ცხოვრების წესს, იკვებება სწორად და არ გააჩნია ცუდი ჩვევები. პრესაში მისმა ბოლო გამოჩენამ კი საზოგადოებას ეჭვი გაუჩინა, რომ მსახიობმა ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად პლასტიკურ ქირურგიას მიმართა.
![](/media/images/stories/ornella-muti.jpg)
![](/media/images/stories/zar4a00abdsc3298.jpg)