ვერძი
ამ კვირაში ადამიანებთან ურთიერთობისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. არ ესაუბროთ თქვენი პირადი ცხოვრების დეტალებზე. ასევე, ამ კვირაში შეიძლება გაჩნდეს ჭორები, რომლებიც გავლენას მოახდენს თქვენზე ან თქვენს ერთ-ერთ ნათესავზე. შეეცადეთ არ ჩაერთოთ უსიამოვნო პროცესებში. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და შინაგანი ჰარმონია. შეიძლება გაიზარდოს ინტერესი ყველაფერი იდუმალისადმი. ალბათ დაიწყებთ დეტექტიური ან ეზოთერიკული ლიტერატურის კითხვას. შეიძლება ზურგისა და სახსრების ქრონიკულმა დაავადებებმა შეგახსენოთ თავს. ნუ ასწევთ სიმძიმეს.
კურო
შეძლებთ მნიშვნელოვანი შეთანხმების მიღწევას სასიყვარულო და საქმიან ურთიერთობებში. ხელსაყრელი დროა მეგობრებთან და შეყვარებულებთან ურთიერთობისთვის, კლუბების მონახულების, პიკნიკებისა და სპორტული აქტივობებისთვის. შეეცადეთ იყოთ ფრთხილად ფინანსური საკითხების მოგვარებისას. იზრდება მათი დაკარგვის ან ქურდობის რისკი. შესაძლებელია მატერიალური ზარალი და მასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების გაზრდა. შაბათ-კვირა გაატარეთ ქალაქგარეთ, სასიამოვნო ადამიანების გაემოცვაში.
ტყუპი
მოგიწევთ გეგმებისა და მიზნების გადახედვა. შესაძლოა, ახალი გარემოებების წინაშე აღმოჩნდეთ. უნდა გადახედოთ თქვენი მოქმედებების სტრატეგიას და გარკვეულწილად დაუბრუნდეთ ძველ ვალდებულებებს. პირველ რიგში, ეს ეხება პროფესიულ საქმიანობას და ურთიერთობას გავლენიან ადამიანებთან. ხელსაყრელი დროა პროფილაქტიკური პროცედურების ჩასატარებლად, რომლებიც მიმართულია ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ. ასევე, კარგი დღეებია შინაური ცხოველების შესაძენად. შაბათ-კვირას რეკომენდებულია ყველა საქმის დავიწყება და კარგი დასვენება, გამოჯანმრთელება.
კირჩხიბი
კომუნიკაციისა და მოგზაურობის დროა. შესაძლოა, შეხვდეთ საინტერესო ადამიანებს, რომლებიც ბევრ რამეს გასწავლიან. ყველაზე წარმატებული კვირის პირველი ნახევარია, ამიტომ ამ დროს დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები. შეიძლება შეხვდეთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელს, რომელთანაც რომანტიკული ურთიერთობა გექნებათ. დიდი ალბათობით, გაცნობა მოხდება ინტერნეტში ან ტურისტული მოგზაურობის დროს. შუა კვირაში შესაძლოა მოგიწიოთ თქვენი რეპუტაციის დაცვა. შაბათ-კვირას თავი შეიკავეთ გასართობი ადგილების მონახულებისგან.
ლომი
შესაძლოა, გარშემო მყოფებს პრობლემები შეექმნათ და თქვენ მოგიწევთ აქტიური მონაწილეობა მიიღოთ მათ მოგვარებაში. კვირის მეორე ნახევარში აქტუალური თემაა პარტნიორის ქონება და ფინანსები. თუ დაქორწინებული ხართ, მაშინ საყვარელი ადამიანის მატერიალური დანაზოგი შეიძლება გახდეს თქვენი აქტიური განხილვის საგანი. გამოიყენეთ ეს პერიოდი ფულადი საკითხების მოსაგვარებლად. შესაძლოა, ამ პერიოდში ახლო ნათესავები მატერიალურ დახმარებას გაგიწევენ და ოჯახის რჩენის ხარჯების ნაწილს საკუთარ თავზე აიღებენ. შაბათ-კვირას არ არის რეკომენდებული სახლში სტუმრების მიღება. ასევე, ეს არ არის საუკეთესო დრო მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.
ქალწული
მოაგვარეთ ურთიერთობა საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან. ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა განიხილოთ მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ. ოჯახური ურთიერთობები აყვავდება, საყვარელ ადამიანს ახლებურად დაინახავთ და შეძლებთ კიდევ ერთხელ დააფასოთ მისი დადებითი თვისებები. ამ დღეებში შესაძლოა წვეულებაზე მიგიწვიონ ნათესავებმა ან მეგობრებმა. ზოგადად, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა ჰარმონიულად განვითარდება. შუა კვირაში არ უნდა შეხვიდეთ კამათსა და კონფლიქტში. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს რეპუტაციას. შაბათ-კვირას არასასურველია ზედმეტი ვალდებულების აღება საკუთარ თავზე.
სასწორი
მოგიწევთ აქტიურად ჩართვა ნებისმიერი პრობლემის გადაჭრაში. ძველ საქმეებთან დაბრუნება და მათი მოგვარება. კვირის პირველ ნახევარში რეკომენდებულია კვების კორექტირება. შეიძლება გაიგოთ ახალი დიეტის შესახებ, რომლის გამოცდაც მოგინდებათ. იმავდროულად, უფრო ფრთხილად უნდა იყოთ მედიკამენტებთან და ქიმიურ საშუალებებთან; თავი შეიკავოთ ალკოჰოლის დალევისგან. უქმეები გაატარეთ ოჯახის წევრების გვერდით, მათ შეიძლება თქვენი მზრუნველობა დასჭირდეთ.
მორიელი
ეს კვირა უამრავ სასიამოვნო გამოცდილებას გპირდებათ. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვისაც გაზაფხულის ამ დღეებში რომანტიკული თავგადასავალი გაქვთ. მოიმატებს პოზიტიური განწყობა და ცხოვრებას ოპტიმისტურად შეხედავთ. საუკეთესოს რწმენა, თავდაჯერებულობასთან ერთად, საშუალებას მოგცემთ წარმატებით გადაჭრათ რთული ამოცანებიც კი. ახლა მთავარია, არ გაჩერდეთ და საკითხებს შემოქმედებითად მიუდგეთ. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვების აღზრდას. საყვარელ ადამიანთან უსიამოვნებების მშვიდად განხილვა კიდევ უფრო გაამყარებს თქვენს კავშირს. შაბათ-კვირას თავი შეიკავეთ სათამაშო კლუბების მონახულებისგან, აზარტული თამაშებისგან.
მშვილდოსანი
გამონახეთ დრო და ადგილი განმარტოებისთვის. ეს აუცილებელია ბოლო მოვლენების მშვიდად გასაანალიზებლად და თქვენი გონებრივი მდგომარეობის წონასწორობაში მოსაყვანად. ამის გარეშე გაგიჭირდებათ მიზანმიმართულად მოქმედება. ეს არის გარკვეული მოქმედებების გადახედვისა და შეჯამების დრო. შეიძლება რაღაცის შეცვლა მოგინდეთ პირად ურთიერთობაში. ახლო ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან ურთიერთობა დაარეგულიროთ. ასევე ამ პერიოდში შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი ენერგია საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე. მოგინდებათ ნივთების შეძენა კომფორტისა და სიმყუდროვის შესაქმნელად. შეამცირეთ კონტაქტები უსიამოვნო ადამიანებთან.
თხის რქა
ბევრი საინტერესო კომუნიკაცია გელოდებათ, გახშირდება მეგობრებთან და ნაცნობებთან კონტაქტები. შესაძლოა, შეხვდეთ საინტერესო ადამიანს, რომელსაც შეუძლია თქვენთვის ბევრი რამის ახსნა, სწავლა. წარმატებული იქნება ქალაქგარეთ მგზავრობები. ზოგიერთი შეიძლება ჩაერთოთ სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარებაში. უნდა მიიღოთ ახალი გამოცდილება, რომელიც მომავალში გამოგადგებათ. ეცადეთ, სწავლასთან დაკავშირებული საკითხები დამოუკიდებლად მოაგვაროთ.
მერწყული
ხელსაყრელი გარემოებებია მატერიალური პრობლემების მოსაგვარებლად. შეძლებთ შემოსავლის გაზრდას და ყველა დაგეგმილი დავალების შესრულებას. მიხვდებით, რომ თქვენი ბევრი ოცნების განხორციელება მხოლოდ შესაბამისი მატერიალური მხარდაჭერითაა შესაძლებელი და ამის შემდეგ შეძლებთ გააქტიურებას თქვენი საქმიანობის გასაუმჯობესებლად. მატერიალური ზარალის რისკი გაზრდილია ტექნიკის გაფუჭების, ფულის დაკარგვის ან ქურდობის გამო. ვარსკვლავები გირჩევენ, იყოთ ფრთხილად და არ გააკეთოთ ის, რაშიც დარწმუნებული არ ხართ. შეეცადეთ არ იკამათოთ გავლენიან და ავტორიტეტულ ადამიანებთან.
თევზები
ამ პერიოდში საკუთარ თავზე, გარეგნობასა და შინაგან სამყაროზე მუშაობა კარგ შედეგს მოგიტანთ. კვირის პირველი ნახევარი ყველაზე წარმატებულია. გაიზრდება თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები. შესაძლოა, გადახედოთ თქვენს შეხედულებებს ცხოვრებაზე, გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები. შეეცადეთ იყოთ უფრო ობიექტური საკუთარი პიროვნების შეფასებაში. გამონახეთ დრო სწავლისთვის. არ გირჩევთ გარეგნობაში რაღაცის შეცვლას, მცდელობა შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს და იმედგაცრუებული დარჩეთ. მეტი დრო გაატარეთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.