საშინელმა ამბავმა, რომელიც მარტენების ოჯახში 2023 წლის იანვარში მოხდა, მთელი ბრიტანეთი შეძრა და პრესისა თუ ტელევიზიების ყურადღების ქვეშ მოექცა. ამბავი ახალგაზრდა ქალს, კონსტანცია მარტენს უკავშირდება, რომელიც შეძლებული და არისტოკრატული ოჯახიდან იყო, თუმცა მშობლების ფულზე უარი თქვა და გადაწყვიტა, ნაქირავებ ოთახში ეცხოვრა საყვარელ მამაკაცთან ერთად, რომელიც ძარცვისა და გაუპატიურების ბრალდებით ციხეში დიდი ხნის განმავლობაში იჯდა... თუმცა შემდეგ კიდევ უფრო საშინელი რამ მოხდა - ქალმა მათი საერთო შვილი მოკლა...
ახლა წყვილი სასამართლოს განაჩენს ელოდება.

კონსტანცია მარტენი
კონსტანციას გარემოცვა ახლა ხშირად ამბობს, რომ სავარაუდოდ, გოგონა მამამისს დაემსგავსა, რომელიც თავისი უცნაური ქცევით ყველას აოცებდა და დღესაც ხშირად მოიხსენიებს ბევრი, როგორც ფსიქიკურად არამდგრადს მის მიერ გადადგმული არაორდინარული ნაბიჯების გამო. საქმე ისაა, რომ სამი საუკუნის განმავლობაში მარტენების გვარის წარმომადგენლები დიდი ბრიტანეთის სამეფო კართან საკმაოდ დაახლოებული იყვნენ. კონსტანციას მამა, ნეიპირ მარტენი, ბუკინგემის სასახლეში დედოფალს ემსახურებოდა. 1986 წელს ის ექიმ ვირჯინია კამიუზე დაქორწინდა, ხოლო 1987 წელს კონსტანცია დაიბადა. ცოტა მოგვიანებით წყვილს კიდევ ორი შვილი, ვაჟები შეეძინა... და როდესაც ბიჭები 5 და 6 წლის იყვნენ, მამა მოულოდნელად გაუჩინარდა.
ყველას ეგონა, რომ მდიდარი არისტოკრატი გამოსასყიდისთვის გაიტაცეს, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ ნეიპირი მოულოდნელად გამოჩნდა ავსტრალიაში, სადაც თქვა, რომ რაღაც ხმა დაჟინებით კარნახობდა, მსოფლიოს მეორე მხარეს სამართლის საძებნელად უნდა წასულიყო. ამის შემდეგ მალე ლონდონში დაბრუნდა, ცოლს გაშორდა, მიატოვა ბავშვები და ისევ წავიდა ავსტრალიაში, სადაც ორი წლის განმავლობაში აბორიგენებთან ცხოვრობდა, ქარის მუსიკას და უდაბნოს ხმებს უსმენდა.

ნეიპირ მარტენი
კაცი ამტკიცებდა, რომ ოკეანეში ვეშაპებთან ერთად დაცურავდა. წლების შემდეგ ისევ დაბრუნდა ინგლისში აბსოლუტურად შეცვლილი ღირებულებებით. სასახლიდან თავისი ნივთები წაიღო, სატვირთო მანქანაში დასახლდა და მებაღედ დაიწყო მუშაობა.
წაიკითხეთ სრულად