იმან მოჰამედ აბდულმაჯიდი უჩვეულო ოჯახში დაიბადა: მისი მამა იყო სომალის ყოფილი ელჩი საუდის არაბეთში, ხოლო გოგონამ, ბავშვობა დედასთან, დასთან და ძმასთან ერთად აფრიკის კონტინენტის სხვადასხვა ქვეყანაში გაატარა. ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ეგვიპტეში, კენიაში. ნაირობიში ჩაირიცხა მთავარ სახელმწიფო უნივერსიტეტში და სწავლობდა პოლიტიკურ მეცნიერებებს, პარალელურად კი ორ სამსახურში მუშაობდა. დღესაც თავისუფლად ფლობს მშობლიურ სომალიურ, ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და არაბულ ენებს. გოგონას განსაცვიფრებელმა გარეგნობამ და ბრწყინვალე განათლებამ იგი რასისტული თავდასხმებისგან ვერ გადაარჩინა, მაგრამ მომავალში საშუალება მისცა წვლილი შეეტანა სხვადასხვა წარმოშობის გოგონების ინდუსტრიაში თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლაში. დღეს უკვე ვიცით კიმ კარდაშიანისა და რიანას კოსმეტიკის შესახებ ყველა ფერის კანისთვის. მაგრამ სწორედ იმანი იყო პირველი, რომელიც დაიღალა გადასაღებ მოედანზე მაკიაჟის ისეთი ტონის პოვნა უჭირდა, რომელიც მის კანს შეეფერებოდა და საჭირო პროდუქტების კოსმეტიკური ხაზი თავად შექმნა, უარი თქვა ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობაზე, რომლებიც შავკანიან მოდელებს ნაკლებ ანაზღაურებას უხდიდნენ.


იმანის კარიერის დასაწყისი ლეგენდებით არის მოცული, რომელთაგან ყველაზე ცნობილის თანახმად, როდესაც ფოტოგრაფი პიტერ ბერდი ნაირობიში 18 წლის იმანს შეხვდა და გადაღებებზე წასვლა შესთავაზა. გოგონაც დასთანხმდა და ასე დაიწყო იმანის პირველი ნაბიჯები სამოდელო კარიერაში. მოგვიანებით კი ივ სენ ლორანის ერთ-ერთი მუზა გახდა. 1980 წელს დიზაინერმა იმანს პატივი მიაგო მის პატივსაცემად შექმნილი აფრიკული დედოფლის მთელი კოლექციით.

1992 წლის გაზაფხულზე, იმანი ლეგენდარულ მომღერალზე, დეივიდ ბოუიზე დაქორწინდა. მეუღლეების პირველი პაემნის ამბავი კარგად არის ცნობილი. ბოუი იმდენად მოხიბლული და აღფრთოვანებული იყო, რომ მათი შეხვედრის შემდეგ სუპერმოდელი ჩაიზე დაპატიჟა. 2000 წელს მათ ქალიშვილი ალექსანდრია შეეძინათ. იმანს არ სურდა გოგონა გამუდმებით კამერების წინ ყოფილიყო და ცნობილი მშობლების გამო საზოგადოების ზეწოლის მსხვერპლი გამხდარიყო. საბოლოოდ, ალექსანდრიამ სამოდელო კარიერას ხელოვნება ამჯობინა. დეივიდ ბოუის გარდაცვალების შემდეგ იმანი ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს: „არ მიყვარს, როცა ქვრივს მეძახიან. მე მას დღემდე ჩემს ქმრად ვთვლი და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მუდამ ჩემს გვერდით არის.“
