გიგი დედალამაზიშვილი და მისი დედა ციცი ფალავანდიშვილი გადაცემა „დღის პოსტს" სტუმრობდნენ. ციციმ რძლის, მარინა კარპის შესახებაც ისაუბრა:
„დედამ შვილთან მიჯაჭვულობა უნდა დაძლიოს. გიგი რომ დაიბადა, უკვე მისი მომავალი ცოლიც მიყვარდა. ასევე იყო ნინის შემთხვევაშიც, დაიბადა და მისი მომავალი ქმარიც შემიყვარდა. ვერ ვგრძნობ, რომ მარინა და სანდრიკო ჩემი შვილები არ არიან. არ შეიძლება ყველაფერი მოსაწონი ჰქონდეს ადამიანს. შეიძლება მეც არ ვარ მოსაწონი ვინმესთვის. მარინა სულ "დედა, დედიკოს" მეძახის. 12 წელია ჩემი რძალია და მისგან ზედმეტი სიტყვა არ მახსოვს”, – ამბობს ციცი ფალავანდიშვილი.
