მაკა ზამბახიძე ყველასთვის საყვარელი მომღერალია. მაკამ და მისმა რჩეულმა მიხეილ ჩოხელმა ურთიერთობა 2020 წლის შუა პერიოდში გააოფიციალურეს.
ალბათ, გახსოვთ, რა მხიარული და თავისუფალი ქორწილი ჰქონდათ. წვეულება ვიწრო წრეში გაიმართა და მხოლოდ ახლო მეგობრები ესწრებოდნენ.
მაკა და მიხეილი რა ხანია ერთად ცხოვრობენ და თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ. მათი ტანდემი ბევრს მოსწონს, გულშემატკივრობენ და თბილი სიტყვებით ავსებენ.
მიხეილი მაკაზე 7 წლით უმცროსია, თუმცა, ფაქტია, რომ ასაკობრივ სხვაობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
16 მარტს მომღერალს დაბადების დღე ჰქონდა. გამორჩეული დღე მაკამ მეგობრების წრეში აღნიშნა:
„ჩემი დაბადების დღე ჩემი გოგოების გარეშე წარმოუდგენელია და ჩემი ცხოვრებაც. 2023 წლის 16 მარტი სიმბოლური გამოვიდა, ოთხივე ვართ 40 წლის.“