ის მეცნიერია, გეოგრაფი, გეოლოგი, კარსტოლოგი, ჰიდროლოგი, ჰიდრო-გეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მეცნიერებას შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა. ელენე აბაშიძე 18 მარტს 101 წლის გახდება. გვაოცებს თავისი საუბრით, აზროვნებით, შემართებით და ცხოვრებისადმი აქტიური დამოკიდებულებით. 10.000-ზე მეტი ექსპერიმენტი აქვს ჩატარებული, არის 40-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 2 მონოგრაფიის ავტორი. როგორც აღნიშნავს, დაბრკოლებებით სავსე ცხოვრება გაიარა.
"კარსტს (ბუნებრივი მოვლენები, რომლებიც თავს იჩენს წყალში ხსნად ქანებში - კირქვა, დოლომიტი, ცარცი, თაბაშირი, ქვამარილი - მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის ნაკადების ზემოქმედების შედეგად - რედ.) სწავლობდნენ, მაგრამ მხოლოდ მის ფორმაზე ამახვილებდნენ ყურადღებას. არავის აინტერესებდა, ის რა პროცესს გადიოდა, ვიდრე ამ ფორმას მიიღებდა... უცნაურია, 2 საუკუნის განმავლობაში ხალხი ვერ მიხვდა, რომ აქ წყლის სიჩქარეებს ჰქონდა დიდი მნიშვნელობა. ამისთვის მეშვიდე კლასის პროგრამა დამჭირდა, მეტი არაფერი... იუგოსლავიაში კონგრესზე რომ გამოვედი, გაოცებულები მისმენდნენ, თურმე შეიძლებოდა სხვანაირი კუთხით ამ პროცესის შესწავლაო", - გვეუბნება მეცნიერი.
- 79 წლის ასაკში დაცულმა დისერტაციამ კი დიდი აღიარება მოუტანა. ამერიკამ ჯერ წლის ქალის წოდება მიანიჭა, შემდეგ 300 ყველაზე საინტერესო ადამიანს შორის დაასახელა და დააჯილდოვა.
- ქალბატონო ელენე, როგორც ვიცი, სადოქტორო დისერტაცია 79 წლის ასაკში დაიცავით...- კი, ჩემს ცხოვრებაში ასე მოხდა, ეს იყო 1999 წელს. შემდეგ ამერიკის მსოფლიო მნიშვნელობის ინსტიტუტისგან დიდი მილოცვა და აღიარება მოვიპოვე. წლის ქალად დამასახელეს. ამის მნიშვნელობა და ფასი კარგად ახლა გავიგე, როდესაც პრეზიდენტ ზელენსკის წლის მამაკაცის წოდება გადასცეს (იცინის). მაშინ მივხვდი, ეს რა ყოფილა... იმაზე არც მიფიქრია, თუ ჩემი საქმიანობის ასეთი დამფასებელი ვინმე იქნებოდა. მეცნიერების დარგში ვისაც რამე გაუკეთებია, ეს ინსტიტუტი ამას აღწერს, მათ მსოფლიოს მასშტაბით 300 ადამიანში დამასახელეს...
წაიკითხეთ სრულად