ყველის მწარმოებელთა გილდიის ხელმძღვანელი ანა მიქაძე-ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში თბილისში 12 წლის გოგოს გარდაცვალების ამბავს ეხმაურება და სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას წერს:
"ჩემს უბანში (არ დავწერ) ძალიან ხშირად ვხედავ ცოტა ემო, ცოტაც ფრჩხილის შავლაქიან თამამ გოგონებს, ასე, 6-დან 12 წლამდე ჯგუფ-ჯგუფად დადიან წვენებით და სასუსნავებით. საღამოს საათებში, გვიანაც მინახავს. მათ ახლობლებს რა აჩერებთ ასეთ დროს სახლში მშვიდად...
ბიჭების მეშინოდა და არ ვიცი, როგორ ვახერხებდით მე და ჩემი და კონტროლს, ასინეთებად ვიყავით ქცეული... სიმშვიდე არ გვქონია...
ახლაც ვცქმუტავ 30 წლის ნაბოლარაზე და რას არ ვიგონებ დარეკვის მიზეზად.
ხალხო, ბავშვები, ნამდვილი ბავშვები, 10-12 წლის ბავშვს 10 საათზე რა უნდა ქუჩაში? კარგი, დავუშვათ დღეც ხდება უბედურება. 10-ზე რატომ ყრია უპატრონოდ ამდენი ბავშვი გოგონა, რააააატომ?“ - წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.
მის პოსტს სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი იზიარებს მის მოსაზრებას, ნაწილი კი წერს, რომ ნებისმიერი ადამიანი დღის ნებისმიერ დროს ქუჩაში დაცულად და უსაფრთხოდ უნდა გრძნობდეს თავს.